Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"წარმოდგენილი მაქვს რა პრობლემები არსებობს ქუთაისის სოციუმში და ვიცი პირველ რიგში, რა პრობლემაა მოსაგვარებელი"

თარიღი : 20-08-2016, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

რუბრიკა "ჩემი არჩევანი" გთავაზობთ ინტერვიუს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან (ქუთასის 47-ე საარჩევნო ოლქი) გია თევდორაძესთან.

ბატონო გია, რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას?

თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევთ, ვფიქრობ, რომ ქალაქის პრობლემატიკას საკმაოდ კარგად ვიცნობ. მთელი ცხოვრება ქუთაისში მაქვს გატარებული. 41 წლის ვარ და ამ დროში მოვასწარი 4 წელი ქუთაისის გუბერნატორის მოადგილედ ყოფნა, 3 წელი ქალაქის მერობა, 4 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არ ვყოფილვარ, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ყოველთვის ქუთაისთან იყო კავშირში. ასე რომ წარმოდგენილი მაქვს რა პრობლემები არსებობს ქუთაისის სოციუმში და ვიცი პირველ რიგში, რა პრობლემაა მოსაგვარებელი. ვფიქრობ, ეს არის ქუთაისის ფუნქციის გადაწყყვეტის თემა.

რამდენად თანაბარია საარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის?


„მარტივ მაგალითს გეტყვით. ჩვენთვის დახურული არის ყველა დახურული ტიპის შენობა, რომელიც ღიაა მმართველი გუნდისთვის მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით იმას, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა მესხიშვილის თეატრს ვუთხარით, რომ ერთი თვის განმავლობაში მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეგვეძლო ჩაგვეტარებინა პარტიული შეხვედრა, გვითხრეს რომ არამარტო იმ დღეს, არამედ წლის ბოლომდე ჰქონდათ დაგეგმილი კალენდარი რეპეტიციებითა და წარმოდგენებით. ამ დროს ამის გაკეთება უპრობლემოდ შეეძლოთ. როცა ჩვენთვის პრობლემა არის პედაგოგებთან, ექიმებთან და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან შეხვედრა, თანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბარი ზედმეტია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მათი შეკრებებისა და შეხვედრებისას ადმინისტრაციული მასაა ძირითადად ჩართული და ყველა ადამიანი,რომელიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, არის წნეხის ქვეშ რომ რომ არ იყოს ჩართული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებში.

გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანთ ქალაქს?


გამარჯვების შემთხვევაში ვპირდები ქუთაისს, რომ მთლიანად გახდება საპარლამენტო ქალაქი. მე და ჩემი გუნდელები ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საპარლამენტო ქუთაისი ნიშნავს მეტ განვითარებას, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ პერსპექტივას. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი შანსი აქვს ქალაქს და დაიწყება შეუქცევადი კვდომის პროცესი.

რა წარმოადგენს თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს?

ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტია- "ქუთაისი–საპარლამენტო დედაქალაქი".

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1915-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, 49-ე ოლქში, გიორგი

ამინდი