Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის ქართველ სპორტსმენს 17 000 ლარს გადასცემენ

თარიღი : 20-08-2016, 10:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება. ამას საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს. ამავე დადგენილების მიხედვით, ვერცხლის მედალოსანი 102 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 68 000 ლარს.

ამავე დადგენილების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდური პრემიალური თანხები (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღეს.

ამ დროისთვის, რიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: ოქრო - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).

გარდა ამისა, კომპანია ”სვეტისგან” ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცათ. ტალახაძეს აღნიშნული საჩუქარი ოქროს მოპოვების შემდეგ გადაეცა, თურმანიძეს და ბოლქვაძეს კი ოლიმპიადამდე, როგორც აჭარელ ლიცენზიანტებს.


ნანახია: 1974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მძიმე წონოსნებში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორები, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვიდნენ.
ამ დროისთვის საქართველოს დელეგაცია მედლების რაოდენობითა და ხარისხით 35-ე ადგილს იკავებს.
ლაშა ტალახაძესთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდნენ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, საქართველოს სახელით მოასპარეზე შვიდივე მედალოსანი და
ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.
28 თებერვალს სოფიაში დასრულდა პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობის სამივე დისციპლინაში
გიორგი ხარაბაძეს გამარჯვება ა(ა)იპ სორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა, სამახსოვრო საჩუქარი

ამინდი