გოჩა თევდორაძე: შოთა მურღულია ქუთაისელი და პროფესიონალია
თარიღი : 14-11-2013, 11:59 | კატეგორია: პოლიტიკა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთიოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე ქუთაისის მერად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
"აღნიშნული ინფორმაცია ჭორის სახით მეც მოვისმინე. თუმცა საკრებულოში და საკრებულოს ფრაქციების დონეზე ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა. პიროვნულად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვიცნობ შოთა მურღულიას. ის ქუთაისელია და პროფესიონალი. მე მხარს დავუჭერ თუ არ დავუჭერ მის კანდიდატურას, ამით არაფერი წყდება," - ამბობს გოჩა თევდორაძე.
ცნობისთვის, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გოჩა თევდორაძემ დღეს ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისში, მის მიერ საკადრო პოლიტიკის დალაგებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება უარყო.