Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება,'- ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში შეხვედრებს აგრძელებს

თარიღი : 20-08-2016, 00:14 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს სოფელ მაღლაკის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებისას ცოტნე ზურაბიანის მთავარი მესიჯი იყო, თუ რას ნიშნავს ქვეყანაზე ძლიერი სოფლის გავლენა.

"ჩვენი მიზანი სოფლის ფეხზე დაყენება და სოფელსა და ქალაქს შორის სოციალური კონტრასტის შემცირებაა. ჩვენ ამას თანამიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ. ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება,"-განაცხადა ზურაბიანმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება მისთვის პრიორიტეტულია. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდა სოფელზე ზრუნვის შედეგია.

„მთავარია ჩვენი გასაჭირი მიიტანოს გულთან ახლოს. ამ შემთხვევაში ჩვენს სიმპატიასაც დაიმსახურებს და სოფელიც ნელ–ნელა გაძლიერდება. ჩვენი მოთხოვნები არ არის ისეთი, რომლის გაკეთებაც შეუძლებელია," – ამბობს სოფელ ზედა მაღლაკში მცხოვრები თეიმურაზ ტყეშელაშვილი.

კანდიდატმა სოფელ მაღლაკში ექვსი შეხვედრა გამართა. ცოტნე ზურაბიანმა კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო და იგი 10 სექტემბრის ჩათვლით, მოსახლეობას ყოველდღიურად შეხვდება.

NS


ნანახია: 1823-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნების' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაჯამა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან
ამომრჩევლის წინაშე ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა წარადგინა.
ცოტნე ზურაბიანის თქმით, იგეგმება წყალტუბოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატი ფარცხანაყანევში

ამინდი