Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თარიღი : 19-08-2016, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას, ოცხელის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ადგილს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რაც ასფალტის საფარის დაგებას, ბორდიურების მოწყობასა და ტროტუარების აღდგენას გულისხმობს. სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მოადგილე ბექა ყანჩელმა დაათვალიერეს.
http://www.picz.ge/img/s3/1608/19/3/3710cb947f9d.jpg
"ამასთან შშმ პირებისათვის ქუჩებზე პანდუსები ეწყობა. უკვე შეიცვალა წყლის მილები, რაც 2017 წელს 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „გზამშენი 21“ ახორციელებს. გზების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 679 000 ლარით ფინანსდება,"- ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 2117-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მიმდინარე
.მიმდინარე წლის ბოლომდე კაპიტალურად, სულ 63 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება
აღნიშნული მიზნით 399 999 ლარი დაიხარჯება.

ამინდი