Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქალებმა უნდა დაანახონ მამაკაცებს, რომ შეუძლიათ იმ საქმის კეთება, რასაც ისინი მამაკაცურ საქმედ თვლიან"

თარიღი : 19-08-2016, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე: "ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში" სამოქალაქო ფორუმი გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა მაჟორიტარობის ქალმა კანდიდატებმა პოლიტიკაში ქალის როლისა და ამ როლის გაზრდის შესახებ ისაუბრეს.

„როგორც ქალი კანდიდატი, მხარს ვუჭერ პოლიტიკური პარტიების მიერ გენდერულად დაბალანსებული სიების წამოდგენას. წლევანდელი სიები არის განსაკუთრებულად აღსაღნიშნი იმ კუთხით, რომ ქალთა რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გასულ წლებში იყო, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მიმაჩნია, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქალი არის ძლიერი ოჯახის გარანტი, ხოლო ასეთი ოჯახი ძლიერი ქვეყნის გარანტი ხდება,"-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლელა სებუამ.

ქალი პოლიტიკოსების როლსა და პარლამენტში მათ საჭიროებაზე ქუთაისის მაჟორიტარობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა ნატო ქათამაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა, რომ პარლამენტში პოლიტიკოს ქალთა უფრო მეტი რაოდენობა იყოს.

„რა თქმა უნდა, მეტი პროფესიონალი ქალი უნდა იყოს პარლამენტში, რათა დაანახონ მამაკაცებს, რომ შეუძლიათ იმ საქმის კეთება, რასაც ისინი მამაკაცურ საქმედ თვლიან,"-განაცხადა ქათამაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის სამ საარჩევნო ოლქში დასახელებულ მაჟორიტრობის კანდიდატებს შორის სამი ქალია. ლელა სებუასა და ნატო ქათამაძის გარდა, ქალაქის მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად "პატრიოტთა ალიანსი"-დან ნინო ონიანი იბრძვის.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1958-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად 7 ქალი იბრძოლებს.
"ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით მოწყობილი აქციის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.
ქუთაისში ქალთა გააქტიურების მიზნით აქცია გაიმართა.
,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ქალ წარმომადგენლებთან შეხვდერა გაიმართა.
პოლიტიკური პარტიები გენდერის თემაზე თავიანთ დამიკიდებულებას გამოხატავენ.
ქუთაისში ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.