Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საავადმყოფოში ჯარისკაცი გარდაიცვალა

თარიღი : 19-08-2016, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ჯარისკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე აღძრულია სსკ 116 მუხლის 1 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.
რიგითი მერაბ გიორგის ჭაჭიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს,"- ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
სამოქალაქო პანაშვიდზე თავდაცვის ყოფილმა და მოქმედმა მინისტრებმა გარდაცვლილის ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადეს.

ამინდი