Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იმდენად სამარცხვინო კითხვები აქვთ, დასახელებაც კი მერიდება'- მოძღვარი მრევლში გავრცელებულ რელიგიურ ცრურწმენებზე

თარიღი : 18-08-2016, 19:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ ტაძარში შესვლისას, ზეთისცხების შემდეგ უნდა დავიბანოთ თუ არა პირი, როდის არის ზიარება უკეთესი, რამდენი ტაძარი უნდა მოვილოცოთ შეთქმულის ასრულებისას - ეს რელიგიური ცრურწმენების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მართმადიდებელ მრევლშია გავრცელებული.

ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი რელიგიური ცრურწმენები მრევლში რჯულზე უმტკიცესად არის გამჯდარი და ხშირად ამ ჩვევებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს.

- ეკლესიაში დღეს ძალიან ბევრი ცრურწმენაა დაბუდებული. ძალიან ბევრი თანამედროვე მართმადიდებელი ქრისტიანი ცრუ ტრადიციებს და ჩვევებს აღასრულებს. რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რომელი ფეხით უნდა შევიდეთ ტაძარში, რომეს დღეს უკეთესია ეკლესიაში შესვლა, წირვაზე წასვლის წინ თავი უნდა დავიბანოთ თუ არა, ზეთისცხების მერე პირის დაბანა შეიძლება თუ არა და ა.შ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხშირად არის ამ საკითხებში ჩაციკლული და ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, არ ეპატიება.

სამწუხაროდ, მთავარი დავიწყებული აქვთ და ყურადღებას მეორეხარისხოვანს აქცევენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მამა - პაპათა გადმოცემები უფრო სწამთ და უფრო იცავენ, ვიდრეს ის, რომ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს, მიმტევებელი, უბრალო, მოსიყვარულე, ხშირად უნდა თქვას აღსარება და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა უნდა აღასრულოს.

-ამ დროს მთავარი რა არის?

- ხშირად მეუბნებიან, მამაო, მე ასე გამიგია, ასე მისწავლიაო და როცა ვეუბნებით, რომ ეკლესიისა და წმინდა მამების სწავლება სხვაგვარია, ნაკლებად ესმით.
მაგალითად, ადამიანს გარდაეცვალა ახლობელი, არ არის მარხვა და ამ დროს ორმოცი დღე ინახავს მარხვას, როცა დიდი მარხვაა, მაშინ არ იცავს. ასევე, ვთქვათ ადამიანი რაღაც კატასტროფაში მოჰყვა, სიკვილს გადარჩა, არის მარხვა და ეკლესიაში მოჰყავს ცხვარი. ვეუბნებით, რომ ახლა ცხვრის მოყვანა-დაკვლა არ შეიძლება, მაგრამ გვპასუხობს - შეთქმული მყავს და არ შეიძლება რომ არ აღვასრულოვო. ამ ყველაფერს შეიძლება პირდაპირ პასუხი გავცეთ მათეს სახარებიდან, კერძოდ კი, 23-ე თავში მაცხოვარი მიმართავს ებრაელებს, ფარისევლებს და მწიგნობრებს, წყალობა და სამართალი დაგიტევებიათო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რჯულში რაც მთავარია - წყალობა, სამართალი, სიკეთე, ეს გვერდით არის გადადებული და წინა პლანზე ფარისევლური ქმედებებია წამოწეული.

ნაკლებად მორწმუნე ხალხში ასეთი ცნებაც არის გავრცელებული, რომ არცოდნა არცოდვაა. 21-ე საუკუნეში, როცა ამდენი მოქმედი ეკლესიაა, მამაოები საუბრობენ ყველგან - პრესაში, ტელევიზიაში, ამის თქმა გამართლებული არ არის. ეს იგივეა, როცა მზე ანათებს და შენ მაინც სანთელი გინთია. ზუსტად იცი ვინ არის იესო ქრისტე, რა არის მართმადიდებლობა და გადადიხარ სხვა სარწმუნოებაზე ან იძახი, რომ ბებიამ ასე მასწავლა და მე ასე მწამს. სამწუხაროდ ფაქტია, რომ საქართველოში ქრისტიანობა და წარმართობა ერთმანეთში ძალიან არეულია. მთაში განსაკუთრებით შერეულია წარმართობა ქრისტიანობასთან.

- როდიდან იღებს სათავეს რელიგიური ცრურწმენები?
- არ გეგონოთ, რომ ეს ცრურწმენები, რომელიც დღეს ეკლესიაშია გავრცელებული, დღეს და გუშინ წარმოიშვა. ამას სამოთხისეული წარმოშობა გააჩნია. ეშმაკი ევას სამოთხეშივე ატყუებს, ცდილობს ღმერთის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეატანინოს და ეუბნება, რომ "თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები". უკვე ცრუ სწავლება სამოთხეში ჩნდება, ღმერთი ერთია და ეუბნება, რომ ღმერთისნაირები იქნებითო, აქ რა თქმა უნდა, რაღაც სიმართლეა, რომ ადამიანი ღმერთის ხატება და მსგავსებაა, მაგრამ ამას თავმდაბლობითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს.

შეხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში 93% აღიარებს მართმადიდებლობას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ძალიან შორს ვართ ჭეშმარიტებისაგან იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ჩვენში საქმით, ცხოვრების წესით და აზროვნებით უნდა გამოიხატოს, ჩვენი აზროვნება კი, თუ კარგად დავუკვირდებით, ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისაგან.
იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ "სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ", ანუ როცა ადამიანი იესო ქრისტეს შეიცნობს, ის განთავისუფლდება ამაო ცრურწმენებისაგან, იმისგან, თუ რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რამდენი ცხვარი დავკლათ, ოჯახში რომელი ფეხით უნდა შევიდეთ და გამოვიდეთ, მონათლული ბავშვის ამბორი შეიძლება თუ არა და ა.შ. იმდენად სამარცხვინო კითხვები არსებობს, რომ ამის დასახელებაც კი მერიდება.

- მრევლში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა 7 ტაძრის მოლოცვაა. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით?
- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ლოცვების რაოდენობას, არც იმას, თუ რამდენ ტაძარს მოილოცავ, მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას, მთავარია ხარისხი. რომელი უკეთესია, ერთ ტაძარში შევიდე გონივრულად და ყურადღებით ვილოცო, თუ შვიდში შევიდე-გამოვიდე და არაფერი გავაკეთო?! ასეთი ხალხური გამოთქმა არსებობს - თაგვმა შეიძლება მთელი ცხოვრება წისქვილში გაატაროს, მაგრამ მეწისქვილობისა არაფერი იცოდესო. შეიძლება მთელი ცხოვრება ტაძარში გააატარო, მაგრამ არ იცოდე რატომ ხარ ტაძარში, შეიძლება ასი ტაძარი მოილოცო, მაგრამ არ იცოდე რა შეიტანე და რა გამოიტანე. ასე რომ, ერთ ტაძარს მოილოცავთ თუ შვიდს, მთავარია თავმდაბლობით, რწმენითა და ლოცვით შევიდეთ.

ambebi.ge


ნანახია: 2020-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"შემთხვევით არაფერი ხდება, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით. უფლის ნება ჩვენი ცუდად ყოფნა არ არის. ღვთის ნების, ღვთის განგებულების და
ბავშვს საკმარისია, რომელიმე ერთი ლოცვა წავაკითხოთ და თან ავუხსნათ, რისთვის ემზადება.
23 წელია, რაც მამა ზინობი წირვა-ლოცვას ღია ცის ქვეშ აღავლენს. 17 წელი ბაგრატის ტაძრის წინამძღოლი იყო. მას შემდეგ, რაც
უწმინდესის თქმით, სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის.
ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს.

ამინდი