Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გვეგონა რომ დაინტერესებას უფრო მეტად გამოხატავდნენ,'-ქუთაისის განვითარების გეგმის მიმართ ინერტული ქუთაისელები

თარიღი : 18-08-2016, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვნენ. შეხვედრა ღია იყო მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქუთაისის განვითარების კონცეფციის განხილვაზე ქალაქის მერიამ მიიწვია.

როგორც მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა აღნიშნა, მერიის მხრიდან მოქალაქეთა მოწვევის მიუხედავად, განხილვის პროცესში საზოგადოების ჩართვისა და დაინტერესების დონე დაბალი იყო.

„პროექტში ყოველთვის შედის ცვლილებები, ყოველთვის მუშა რეჟიმშია. ამჟამად საკრებულოსთვის გადასაცემადაა მზადაა, თუმცა რა თქმა უნდა, საკრებულოს წევრების მხრიდანც შეიძლება შევიდეს ჩასწორებები. რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, გვეგონა რომ დაინტერესებას უფრო მეტად გამოხატავდნენ,“-აღნიშნა კლდიაშვილმა.

ცნობისთვის, ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვების ბოლო ეტაპი 15 აგვისტოდან მიმდინარეობდა.გეგმაში იმ შვიდ მიმართულებაზეა ლაპარაკი, რომლებიც ქუთაისში უნდა განვითარდეს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1468-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია 15 აგვისტოდან ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვების საბოლოო ეტაპს
აღნიშნულს ქუთაისის მერიის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის
როგორც ქალაქის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე ამბობს, მსგავსი შეხვედრები დოკუმენტის დახვეწის საკითხში საზოგადოების
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის

ამინდი