გიორგი შარაბიძე: ჩემი ასაკის და გამოცდილების მიუხედავად, არ ვარ მზად, მეჭიროს ეს თანამდებობა
თარიღი : 13-11-2013, 16:36 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი, 20 ნოემბრის შემდეგაც შესაძლოა გიორგი შარაბიძე იყოს, თავად შარაბიძე ეხმაურება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეობის 35 წლის გამოცდილება აქვს, ის არ არის მზად, იყოს ამ თანამდებობაზე.
"ვიცე-მერის მოვალეობაა, როცა მერი არ არის, მან შეასრულოს ეს თანამდებობა, თუმცა ჩემი ასაკის და გამოცდილების მიუხედავად, არ ვარ მზად, მეჭიროს ეს პოზიცია. მირჩევნია, ვიყო ვიცე-მერი", აცხადებს შარაბიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა და იმის შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა 6-ჯერ შეიცვალა.