"წყალტუბო იმსახურებს იყოს ყველასგან გამორჩეული კურორტი და ბალნეოლოგიური ცენტრი"

"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ზურაბიანმა პირველი შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან გამართა.
"ჩვენი კამპანია იქნება ყველგან და ყველასთან. ჩვენ მივალთ თითოეულ ამომრჩეველთან, რადგან ჩვენი ხმა, ჩვენი ქალაქის ხმა საქართველოს პარლამენტში იყოს ძლიერი და წყალტუბოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ჩვენი ქალაქი - ჩვენი საზრუნავია. წყალტუბო იმსახურებს იყოს ყველასგან გამორჩეული კურორტი და ბალნეოლოგიური ცენტრი,"- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი ამომრჩევლების ინფორმირებაა. ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატი პირადად გაეცნობა პრობლემებს და მათი გამოსწორების გზებზე იმსჯელებენ.
შეხვედრები ამომრჩევლებთან ყოველდღე, 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.