Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის გამგეობის ანგარიში-როგორ განაწილდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი?

თარიღი : 15-08-2016, 21:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 თვის მონაცემებით სოციალურ პროგრამებზე 301 307 ლარი გახარჯა. ჯამში მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით 1 542 ადამიანს დაეხმარა.

მათ შორის:
• სამედიცინო მომსახურეობისთვის 202 ბენეფიციარს გაეწია დახმარება 70 553 ლარით;
• მედიკამენტების შესაძენად დახმარება გაეწია 358 მოქალაქეს, თანხით _39 547 ლარი;
• C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად დახმარება გაეწია 8 მოქალაქეს, თანხით_ 1328 ლარი.
• სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ 27 გარდაცვლილის ოჯახს თანხით 5 400 ლარი.
• ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება სატრანსპორტო ხარჯით -----9 000 ლარი.
• ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 173 მოქალაქეს, თანხით ---39 700 ლარი.
• ალილოს დღესასწაულთან დაკავშირებით 50 სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გაეწია 1510 ლარის ღირებულების დახმარება საკვები პროდუქტების სახით. ასევე, ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, 520 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით გაეწიათ დახმარება დაბასა და ახლომდებარე სოფლებში უკიდურესად გაჭირვებულ 8 ოჯახს.
• საახალწლოდ 72 ოჯახს ( უსინათლოები, დევნილები) გაეწია ფინანსური დახმარება 2 160 ლარის ოდენობით.
• 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ 2 მოქალაქეს ---600 ლ (თითოეულს 300 ლ).
• ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სამამულო ომის 17 ვეტერანს გადაერიცხა 3400 ლ (თითოეულს 200ლ).
• დედის დღესთან დაკავშირებით 76 მრავალშვილიან (4 და მეტი) ოჯახს–3 800 ლ.
• აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 237 (დევნილებს და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ) ოჯახს (თითოეულს 30 ლარი) ---7 110 ლარი;
• საქ. ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში (თითოეულს 1000 ლ.)—4 200 ლ.
• ომის ვეტერანებს _ ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის --3 090 ლ.
• უსინათლოთა კავშირის წევრ მოქალაქეებზე ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის --- 9 840 ლ.
• აუტიზმის და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 10 ბენეფიციარს გაეწია დახმარება (თითოეულს 100 ლარი) -- 1 000 ლარის ოდენობით.
• ჩერნობილის ა/ე აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებს (7 პიროვნება) გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით
• შშმ პირთა დასახმარებლად დაიხარჯა 6 245 ლარი.
• კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ელემენტის შესაძენად დახარჯულია 1654 ლარი.
• ახალშობილებილთა ოჯახების დახმარების პროგრამის განსახორციელებლად დახარჯულია 14750 ლარი (93 ახალშობილი).
• ომის ვეტერანისა და დევნილის დაკრძალვის ხარჯისთვის 6 გარდაცვლილის ოჯახს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით.
• სტიქიური მოვლენების და ხანძრის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 8 ოჯახს დაზიანების კატეგორიების მიხედვით გაეწია დახმარება 15000 ლარის ოდენობით (მათ შორის: 1-ლი კატეგორია _ 7 ოჯახი, მე-2 კატეგორია, ხანძრის შედეგად დაზარალებული _1 ოჯახი).
• მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნა 4 800 ლარი და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უბედური შემთხვევის შედეგად განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე 3 ბენეფიციარს გაეწია შესაბამისი დახმარება.
• სოციალური პროგრამების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოქმედებს ა(ა)იპ სათნოების სახლი, რომელიც კვირაში 6 დღე ემსახურება 70 ბენეფიარს და ექვს თვეში ამ მიმართულებით დახარჯულია 47 300 ლარი.
• ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე არსებული დღის ცენტრისთვის შეძენილია 6 600 ლარის ღირებულების ინვენტარი.

NS


ნანახია: 1425-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურ პროგრამებზე ათვისებულ თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჭიათურის გამგეობა ავრცელებს.
100 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით კი დახმარება 81-მა ადამიანმა მიიღო.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ლანჩავების ოჯახს ერთადერთი 13 წლის შვილი, თეა ლანჩავა ჰყავს, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად

ამინდი