Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნინო ონიანი:ჩემი ამბიციური მიზანია დავუბრუნო დეპუტატს ხალხის ნდობა

თარიღი : 15-08-2016, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს მიერ #47 საარჩევნო ოლქში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულ ნინო ონიანს.

რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას?


ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემი ქალაქია და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მისთვის დავხარჯავ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყოველგვარი ნდობაა დაკარგული კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ. რაც შეეხება ქალაქის პრობლემატიკას, მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ყველა ქალაქსა და სოფელში ადამიანებს ერთი მთავარი პრობლემა აწუხებთ, ეს არის სიღარიბე.

როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის?
საარჩევნო გარემო თანაბარი ვერ იქნება, რადგან კანდიდატებს ჩემთან მოუწევთ ბრძოლა!))

გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქუთაისს?
ზემოთ სიტყვა „ნდობა“ ვახსენე, ჩემი ამბიციური მიზანია დავუბრუნო დეპუტატს ხალხის ნდობა და შესაბამისად, თავისი თანდაყოლილი ფუნქცია.
განვმარტავ: პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო, ანუ, ხალხის რაღაც ჯგუფი იკრიბება და ამბობს, მე მინდა ჩემი სატკივარი და პრობლემები ავიტანო მაღალ ტრიბუნაზე და გავახმიანო, რისთვისაც ის ქირაობს თავის წარმომადგენელს, თავის ხმას პარლამენტში, ეს არის დეპუტატი. დეპუტატი არ არის ხალხის ლიდერი და მწყემსი, ის არის ხალხის მიერ დაქირავებული პირი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში მიაქვს მოსახლეობის სატკივარი და ცდილობს მოახდინოს მთავრობის მობილიზება ამ პრობლემების გადასაჭრელად. ამდენად, მე მინდა ვიყო ხალხის წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემი უმთავრესი მისია ზუსტად ეს იქნება, რაც ყველაზე სასარგებლო საქმეა პოლიტიკაში, დამერწმუნეთ.

რა წარმოადგენს თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს?
პრიორიტეტი იქნება ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა. ამ მიმართულებით ვიზრუნებთ ქუთაისის აეროპორტის მოცულობისა და ჩარტერული რეისების გაორმაგებაზე, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს მოტივაცია ოჯახური ჰოსტელების, კაფეებისა და სხვადასხვა გასართობი დაწესებულების გახსნისთვის. თუ ჩვენი პოლიტიკური ძალას ხალხი ნდობას გამოუცხადებს, ამ საქმეში მოსახლეობას სერიოზულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ, თუ არადა, მოგვიწევს მუხლჩაუხრელი ბრძოლა ზემოთაღნიშნული მიმართულებით ქალაქის განვითარებისთვის. რასაკვირველია, მოსახლეობასთან ერთად. საბოლოოდ, გამოყენებული უნდა იქნას ქალაქის თითოეული უბნის რესურსი და ეკონომიკური პოტენციალი. შესაბამისად, ეს მოძრაობა კულტურის სფეროსაც განავითარებს.


ნანახია: 4248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი