რატომ დაარღვია კანონი ბაღდათის გამგეობის თანამშრომელმა?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი თათია ჭუმბურიძე ბაღდათის გამგეობაში მუშაობის პარალელურად, მუნიციპალიტეტის #52 საოლქო საარჩევნო კომისიაში არის დასაქმებული.
ჭუმბურიძე საოლქო საარჩევნო კომისის წევრის თანამდებობას 2016 წლის 10 ივნისიდან ანუ იმ დროიდან იკავებს, როდესაც ის გამგეობაში ზემოთაღნიშნული სამსახურის მოქმედი თანამშრომელი იყო. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში თათია ჭუმბურიძე საოლქო საარჩევნო კომისიასა და გამგეობაში ერთდროულად მუშაობდა თვენახევრის შემდგომ კი ის ფასიან შვებულებაში გავიდა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი მოცემულ შემთხევასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჭუმბურიძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობის უფლება, თუ ის გამგეობაში დაკავებული პოზიციიდან უფასო შვებულებაში იმყოფება.