Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის გარეუბნებში 'ზაფხულის დღეები' მოეწყობა 

თარიღი : 13-08-2016, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ღონისძიების "ზაფხულის დღეების" ფარგლებში, კონცერტები ჩატარდება.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ვაჟა ჯუღელის განცხადებით, არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალური მოედანი იქნება გადატვირთული,  არამედ გარეუბნებიც, სადაც მცხოვრებლები გართობას ადგილზევე შეძლებენ. 

“გადავწყვიტეთ, წლევანდელი "ზაფხულის დღეები" გარეუბნებში ჩაგვეტარებინა, რომლის საშუალებითაც გარეუბნის მცხოვრებლებსაც ექნებათ საკუთარ უბანშივე გართობის შესაძლებლობა. "ზაფხულის დღეების" ფარგლებში გარეუბნებში კონცერტებს ადგილობრივი მომღერლები ჩაატარებენ,“-განაცხადა ჯუღელმა. 

კონცერტების გარდა, გარეუბნის მოსახლეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ იმ ატრაქციონებით მათსავე უბანში, რომლებიც 2 მაისს ქალაქის ცენტრში იყო განლაგებული.

"ზაფხულის დღეები" სტარტს აგვისტოს მეორე ნახევრიდან აიღებს და სექტემბრამდე გაგრძელდება.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ზაფხულის საღამოები 2016'-ის ფარგლებში, სექტემბრის ბოლომდე სულ 5 კონცერტი გაიმართება.
18 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში ქალაქში დარჩენილ ქუთაისელებს, ყოველი კვირის დასაწყისში
მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, მერიის კულტურის სამსახური სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს.
მიმდინარე წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში, 'ზაფხულის საღამოების' ფარგლებში უფასო კინოჩვენებები მოეწყობა.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ქუთაისის სამარშრუტო ტაქსები ზაფხულის გრაფიკიდან ზამთრის გრაფიკზე გადასვლას აპირებენ.

ამინდი