Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ბაგრატმა' თბილისის 'ლოკომოტივი' დაამარცხა-მზადება რაგბში საქართველოს ჩემპიონატისათვის

თარიღი : 12-08-2016, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაგბის კლუბმა "ბაგრატმა" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, თბილისის ,,ლოკომოტივი“ ანგარიშით 33 – 31 დაამარცხა. თამაში 11 აგვისტოს, მარტყოფში, რაგბის ბაზაზე შედგა. მატჩზე მისულ გულშემატკივრებს მინდორზე საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა დახვდათ. იყო არაერთი ლელო და მაღალი კლასის გათამაშება, რამაც დაგვანახა, რომ რაგბის გულშემატკივარს ძალინ საინტერესო სეზონი ელოდება.

"ბაგრატი"-სა და "ლოკომოტივის" შეხვედრა რაგბში, საქართველოს ჩემპიონატამდე მოსამზადებელი ტესტ-მატჩების ფარგლებში გაიმართა. საქართველოს ჩემპიონატი რაგბში "დიდი 10" მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აიღებს სტარტს. 2016-2017 წლის სეზონის დაწყებამდე გუნდები მოსამზადებელ წვრთნებს გადიან და ტესტ-მატჩებს მართავენ. კლუბი ,,ბაგრატი“ კი უკვე 2 თვეა, რაც განახლებული შემადგენლობით სეზონის დაწყებისთვის ემზადება.

,,დღეს გავმართეთ პირველი ტესტ მატჩი თბილისის "ლოკომოტივთან". ძალიან კარგი და ძლიერი მეტოქეა. ჩვენც გამიზნულად ავირჩიეთ ეს გუნდი პირველი ტესტისთვის, რადგან გვაინტერესებდა ჩვენი რეალური ძალა, თუ რამდენად შევასრულებდით ტაქტიკურ დავალებებს.

თამაში დაძაბული და უხვლელოიანი გამოდგა. ბევრი ნიუანსია გამოსასწორებელი, რაც კარგად დავინახეთ და რომელზედაც ვიმუშავებთ. მოგების მიუხედავად, შედეგი მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარი ჩვენი თავის გამოვლენა და შრომა იყო. 32 მოთამაშით ჩამოვედი და ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. პირველი თამაშისთვის კმაყოფილი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო "ლოკომოტივის" გუნდს ძალიან კარგი თამაშისთვის. 24 აგვისტოს მეორე ტესტ-მატჩი გვაქვს თბილისის ,,არმიასთან“, რისთვისაც მომზადებას ხვალიდან დავიწყებთ. მნიშვნელოვანია მომდევნო შეხვედრაზე ის შეცდომები აღარ დავუშვათ, რაც დღეს დავუშვით," განაცხადა "ბაგრატი"-ს მწვრთნელმა ბექა სხულუხიამ.

"პირველი თამაში "ლოკომოტივთან" ძალიან კარგი იყო. იმ ბიჭებისთვის, რომელთაც არ უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში, გამოცდილების მისაღებად კარგი იყო. ვისაც გვითამაშია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გუნდურობა, გუნდური მუშაობა, ასევე ტაქტიკური მონახაზების რეალიზაცია მინდორზე, რათა უფრო მეტად მომზადებულები შევხდეთ უმაღლეს ლიგას. "დიდი 10" არ არის სამოყვარულო ლიგა და ხარისხი და მოთხოვნები გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვედა დონის ჩემპიონატში," - განაცხადა მორაგბე ლევან თხელიძემ (ტონგა).

"ორი კვირაა ნაკრებთან ერთად გავდივარ შეკრებას. გუნდსაც თბილისიდან შემოვუერთდი და თამაშის დასრულების შემდეგ ისევ შეკრებაზე ვბრუნდები. "ლოკომოტივი" ძალიან კარგი გუნდია და ჩემპიონატის დაწყებამდე ესეთი ტესტით დაწყება ძალიან წაგვადგება, მით უფრო რომ "ბაგრატი" პირველად თამაშობს უმაღლეს ლიგას. ნაკრების ტესტმატჩების შემდეგ დავბრუნდები გუნდში და გავარძელებ გუნდთან ერთად ვარჯიშს,"-აცხადებს რეზი ჯინჭველაშვილი.

თბილისის "ლოკომოტივის" შემდეგ, რაგბის კლუბი "ბაგრატი" საკუთარ შესაძლებლობებს ტესტს ამჯერად თბილისის "არმიასთან" ჩაუტარებს.


ნანახია: 5467-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'კრისტალი' სკოლებში რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას აპირებს, რისთვისაც ორგანიზაცია სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.
უმაღლესი ლიგის საგზური ,,ბაგრატმა“ თბილისის ,,დინამო“-სთან 27:3 მოგებით მოიპოვა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 'კრისტალი'-ს ორგანიზებით, ქუთაისის რაგბის კლუბ 'ბაგრატი'-ს ფან კლუბისა და ახალი მაისურების პრეზენტაცია
,,ბაგრატი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
საქართველოს მორაგბეთა 28-ე ჩემპიონატის 'დიდი ათის' დიდი ფინალის მატჩი 13 მაისის გაიმართება.
სავარჯიშო მოედნის დაკარგვა 200-მდე მორაგბის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს.

ამინდი