Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალაქის მერი 'ეზოების კეთილმოწყობის' პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

თარიღი : 12-08-2016, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერი შოთა მურღულია გაეცნო.

ქალაქის მერმა ბუკიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

"სერიოზული ტემპი გვაქვს. ამ ეტაპისთვის უკვე 107 ეზო გაკეთდა და დაახლოებით თვე-ნახევარში სრულად იქნება სამუშაოები შესრულებული. ჩვენთვის მთავარია ხარისხი, ამიტომ მონიტორინგს ვუწევთ ყველა პროექტს,"- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მიმდემი" აწარმოებს.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის პროექტი- "ეზოების კეთილმოწყობა“ თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მერია თანხის 90%-ს, ხოლო მოსახლეობა 10%-ს ხარჯავს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტით მიმდინარე წელს 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან 107-ეზო უკვე დასრულებულია. 


ნანახია: 1589-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ავტოქარხნის მაჟორიტარ ბექა ყანჩელთან და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო იფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 62 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.
ეზოები თანადაფინანსების პრინციპით კეთდება. მერია სამუშაოებს 90%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა 10 %-ს ფარავს.
ავტოქარხნის დასახლებაში თვის ბოლომდე 7 ეზო მოწესრიგდება.