იმერეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა არჩევნებისათვის მოემზადება- 'ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს' ახალი პროექტი

იმერეთის რეგიონის 12-ივე მუნიციპალიტეტში დაახლოებით 3480 ადამიანი არჩევნებთან დაკავშირებული თემების შესახებ ინფორმირდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" გენერალური დირექტორი ნინო ხუხუა აკეთებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, პროეტის-"იცოდე მეტი არჩევნების შესახებ" მიზანს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის მუნიციპალიტეტებში, BUS ტურები მაღალმთიან სოფლებში, შეხვედრები რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ღია კარის დღეები. გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები და მოეწყობა სატელევიზო გადაცემები.
პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია გასვლითი შეხვედრების გამართვა მოსახლეობაში და BUS ტურების მოწყობა საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ხარაგაულში.
,,საბოლოო ჯამში დაიფარება 232 თემი. სამუშაო დატვირთული და შრომატევადია, თუმცა ის მიზანი, რაც მოსახლეობის გააქტიურებასა და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლებას მოიცავს მიღწევადი იქნება,"-განაცხადა ხუხუამ.
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" გენერალური დირექტორი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომლებმაც მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შექმნა განაპირობა. ხუხუას განმარტებით, მთავარი პრობლემა მოქალაქეთა დაბალი აქტივობაა, რასაც 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოწმობს, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის დონემ 30%-მდე მიაღწია.
აღნიშნული პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ხანგრძლივობა 2 თვეს წარმოადგენს.
ნათია სვანიძე