"აღარ ვაპირებ ვიბრძოლო ქუთაისის მაჟორიტარობისთვის"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსისთვის აღარ იბრძოლებს.
სანიკიძის თქმით, გადაწყვეტილება მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. როგორც სანიკიძე ამბობს, ქუთაისის მაჟორიტარობას მისი პოლიტიკური ორგანიზაციიდან სხვა შეეცდება.
"არ ვაპირებ ვიბრძოლო ქუთაისის მაჟორიტარობისთვის. გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზთა გამო მივიღე. ვფიქრობ, ქუთაისში სხვამ უნდა იყაროს კენჭი და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს ჩემი და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის გადაწყვეტილებაა,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "მაესტროს კონტაქტის" პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსი გუბაზ სანიკიძეს ერგო. მან "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი თევდორაძე დაამარცხა.