Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს

თარიღი : 11-08-2016, 17:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბოლო წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რიცხვი თანდათან იმატებს. აღნიშნულ ფაქტს 2016 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგი ადასტურებს. 
საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი - ქალი.

საქართველოდან ემიგრაციაში კი ყველაზე მეტი–35,2 ათასი ადამიანი 2000 წელს წავიდა. 

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი  ქართველი ემიგრანტია, საქართველოდან 16 წლის განმავლობაში წასულ ემიგრანტთა  ყველაზე დიდი პროცენტული წილი რუსეთზე მოდის. რუსეთის ფედერაციაში ქართველ ემიგრანტთა 21% იმყოფება.

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც  ყველაზე მეტი ქართველია  მეორე ადგილზე საბერძნეთი 15,9%–ით  გავიდა, მესამე ადგილზე  11,2%– ით თურქეთია,  იტალიაში კი ემიგრანტთა 10.9% ცხოვრობს.

ქართველებით  „განებივრებულ“ ქვეყნების ხუთეულს კი გერმანია 7.1 %–ით ასრულებს.

რაც შეეხება ათეულის დანარჩენ 5 ქვეყანას, მათში ქართველების რაოდენობა ასე გამოიყურება: აშშ - 5,7%; ესპანეთი - 4,1% ;  საფრანგეთი - 3,7%;  უკრაინა - 3,7%;  აზერბაიჯანი - 2%. 

ემიგრაციაში წასვლის მიზეზად მოსახლეობის ძირითადი ნაწილი  გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქართველები ძირითადად მეზობელ ქვეყნებს მიმართავენ.



ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ხოლო თბილისის მოსახლეობა მთლიანი
2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი

ამინდი