Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის ყველაზე მაღალი წერტილი მთა ნაღება, რომელიც მწყემსების თაშესაფარს წარმოადგენს

თარიღი : 11-08-2016, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბაღდათის საინფორმაციო დატურიზმის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მოლაშქრეთა კლუბ ,,დიდმაღალმა'' 9-10 აგვისტოს მორიგი ლაშქრობა მოაწყო, რომლის დროსაც საირმე, წითელი მინდორი და ქვატახტარა დალაშქრა, სადაც მწყემსის დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ, ხოლო ამის შემდეგ ჯგუფმა გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილი დალაშქრა.
http://www.picz.ge/img/s1/1608/11/5/574671a7164b.jpg

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალ წერტილს მთა ნაღება წარმოადგენს. აღნიშნული მთა მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების- ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი) სათავეებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის დმინისტრაციულ საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2615 მეტრია. აქვს გუმბათის ფორმა. კალთები შემოსილია სუბალპური, ხოლო წვერი -ალპური მდელოებით, რომელსაც იყენებენ საზაფხულო საძოვრებად.
http://www.picz.ge/img/s2/1608/11/8/8ca5ae21ea79.jpg
"მწვერვალის ძირში არის საინტერესო ვულკანური წარმოშობის რელიეფის ფორმები: ქვის სვეტები, ერთ-ერთის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. მწვერვალ ნაღებას ძირში, ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით, ხოლო მწვერვალზე ასასვლელი საფეხმავლო ბილიკის სიგრძე არის 300 მ. შეფარდებითი სიმაღლე კი 165 მეტრი. მესხეთის ქედზე არსებული ზეკარის გადასასვლელიდან გრუნტის გზა მიემართება აღმოსავლეთით. რთული კლიმატური პირობების დროს არარეკომენდირებულია ტრანსპორტით გადაადგილება საზაფხულო მწყემსების ქოხებამდე, რომელიც მდებარეობს ბაღდათის და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის თემზე. მწყემსების სეზონური დასახლების ადგილის სიმაღლე, რომელსაც ნაღება ქვია, შეადგენს ზ.დ. 2200 მეტრს. მანძილი ზეკარის უღელტეხილიდან არის 3.5 კმ. ნაღებას ქოხებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიემართება საფეხმავლო ბილიკი მწვერვალ ნაღებისკენ, მანძილი 2.5 კმ, შეფარდებითი სიმაღლე 410 მეტრი. გადაადგილება შესაძლებელია მაისიდან-ოქტომბრამდე. საინტერესო ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს ზეკარის უღელტეხილი-მთა ნაღება. მანძილი 6 კმ-ს შეადგენს. მარშრუტის ხანგრძლივობა 7 საათია, შესაძლებელია ღამის თევა მწყემსების ქოხებთან.

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო / საცხენოსნო/ნაწილობრივ საავტომობილო. მარშრუტის სირთულე: მარტივი. მინიმუმიმი/მაქსიმუმი სიმაღლე: ზღვის დონიდან -2128/2615მეტრი. ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: ნაწილობრივ.

ზეკარის ანუ რკინის ჯვრის უღელტეხილი მდებარეობს მესხეთის ქედზე.სიმაღლე 2182 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფბრექჩიებით. შემოსილია სუბალპური ბუჩქნარებითა და მდელოებით. ზეკარზე გადადიოდა საავტომობილო გზატკეცილი (ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი), რომელიც აკავშირებს მდინარეების- ხანისწყლისა და ქვაბლიანის ხეობებს. ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა არ ხდება ქერშავეთის ხეობაში, გადაადგილება ხელსაყრელია საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტებით, ბაღდათის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ხდება უღელტეხილის შემოვლით საირმის გავლით," - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილის შესახებ საუბრისას აცხადებს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 4667-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
არსებული ინფორმაციის თანახმად, მთას აქამდე არ ჰქონდა ოფიციალური სახელი.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან

ამინდი