რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა ბურჭულაძის პარტიას, შემდეგ კი 'ქართულ ოცნებას' აქვს დახარჯული
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა ბურჭულაძის პარტიას, შემდეგ კი 'ქართულ ოცნებას' აქვს დახარჯული

თარიღი : 11-08-2016, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქვს დახარჯული. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში – 8 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში ბურჭულაძის პარტიის მიერ რეკლამაზე გახარჯული თანხების ოდენობა 512 009 ლარს შეადგენს.

ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც რეკლამაზე 345 032 ლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 550 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და 183 382 ლარით „პატრიოტთა ალიანსი“ მოდიან.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაზე 3 082 ლარი დახარჯა. ამ კუთხით სხვა პარტიების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: „გირჩი“ 9 275 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 501 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 320 ლარი და „რესპულიკური პარტია“ 250 ლარი. რეკლამაზე აღნიშნულ პერიოდში თანხა არ დაუხარჯავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატორებს“, „ეროვნულ ფორუმს“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე ორჯერ წარმოადგინეს.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.


ნანახია: 880-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს.
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ
სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.
topnews.com.ge გთავაზობთ იმ პარტიების ჩამონათვალს, რომელთაც 2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს.
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი