Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყოველ 3 საათში შეიძლება ერთი კლიენტი გამოჩნდეს,"-მყიდველის გარეშე დარჩენილი ქუთაისის ბაზარი

თარიღი : 10-08-2016, 23:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხორცი, სხვადასხვა სახის ხილი, ბოსტნეული, ყველი, რძის პროდუქტები, სანელებლები- საქართველოში არსებულ ბაზრებში მომუშავე მოვაჭრეები მომხმარებლებს დახლზე გულმოდგინედ დაწყობილ პროდუქტებს სხვადასხვა სახის მიპატიჟებითა და შეძახილებით სთავაზობენ. ბაზარი ეს არის საქონლის რეალიზაციის მიზნით მყიდველებისა და გამყიდველების ჯგუფის შეხვედრის ადგილი, თუმცა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტი განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, ბაზარმა ორი მხარის შეხვედრის ფუნქცია თითქმის დაკარგა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზარი მყიდველის გარეშეა დარჩენილი. 

,,მომხმარებელი ძალიან ნაკლებად შემოდის. ყოველ 3 საათში შეიძლება ერთი კლიენტი გამოჩნდეს. დღეში 200 ლარის საქონელი გვაქვს მოტანილი და შეიძლება  20-25 ლარზე მეტი ვერ ვივაჭროთ,"- აცხადებს მოვაჭრე მზიანა ქურასბედიანი.

აღნიშნულის მიზეზი ბაზრობაზე დასაქმებულებმა კარგად იციან. ეს კონკურენციაა. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონკურენციის თვალსაზრისით ბაზარი საუკეთესო მაგალითია და შესაბამისად მყიდველმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ პირველ დახლთან მდგომი გამყიდველი მყიდველს მეორესთან გადანაცვლების საშუალებას მისცემს და მალევე არ მოახდენს საკუთარი პროდუქტის რეალიზაციას. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული და ფესვგამდგარი ეს კანონი ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სიტუაციის თანახმად, უკვე მოძველდა და შეიცვალა კიდეც. მთავარი ცვლილება კი ის არის, რომ ამ ეტაპზე კონკურენცია თავად ბაზარში გვერდიგვერდ მდგომ გამყიდველებს შორის კი არა, არამედ ბაზრის გარეთ გამოჩენილ ახალ სუბიექტებთან მიმდინარეობს, რომელთაც გარე მოვაჭრეები ჰქვიათ. შესაბამისად, მოვაჭრეები კლიენტების ნაკლებობისა და შემოსავლის სიმცირის მთავარ მიზეზად ახალ მტრებს "გარემოვაჭრეებს" ერთხმად ასახელებენ.

,,გარემოვაჭრეების გამო ძალიან ცოტა კლიენტი შემოდის. თითო კლიენტმა კი შეიძლება მაქსიმუმ 10 ლარის პროდუქტი იყიდოს,"- განაცხადა მოვაჭრე ლამარა გოგელაშვილმა.
ჭავჭავაძის ბაზარზე დასაქმებულები უსამართლობად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ისინი ვალდებულნი არიან დახლის გადასახადი-ყოველდღიურად 5 ლარი გადაიხადონ მაშინ, როცა გარემოვაჭრეებს მსგავსი პრობლემა არ აწუხებთ და ბევრად მეტი კლიენტიც ჰყავთ.

,,1 მეტრი ადგილი მაქვს და 5 ლარს ვიხდი, ამის გადახდაც კი მიჭირს. თუ არ ვიმუშავებთ თანხა მაინც უნდა გადავიხადოთ. როგორ შევძლო ეს თუ კლიენტს ბაზარში არავინ უშვებს. თუ შემოვა ვინმე ისიც საცოდავად მოდის ხშირად ერთ ნიორს, ორ ხახვსა და რამდენიმე კარტოფილს ყიდულობენ,"-განაცხადა თამარ ჩუბინიძემ.

ბაზარში მოიძებნებიან ისეთებიც, რომელთაც არც დახლის გადასახადის პრობლემა და არც კლიენტის ნაკლებობა აწუხებთ. ეს კი შეიძლება ზოგადად ქართველი კაცის გემოვნებითა და მადით შეიძლება აიხსნას. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისელებს ფრინველის ხორცი ძალიან უყვართ და ბაზარიც ამ მხრივ კლიენტის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა ასეთებისთვის უფრო მეტად პრობლემას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.

,,დახლის გადასახადის გადახდა არ მიჭირს. კლიენტიც კარგადაა. უბრალოდ გარემო არ მომწონს. არაა მოსაწონი ის, რაც აქ ხდება,"- ამბობს მოვაჭრე ნატა კიკვიძე.
როგორც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო topmnews.com.ge-მ გაარკვია, გარემოვაჭრეები ბაზარში დასაქმებულებისაგან განსხვავებით კლიენტების ნაკლებობას არ უჩივიან, თუმცა მათი უმეტესობა აცხადებს, რომ აღნიშნულ ადგილას დროებითაა და თითოეული მათგანი კომენტარისათვის გვერდით მდგომთან გაგზავნის რეპლიკით-"ეგ უფრო დიდი ხანია აქ მუშაობს".

http://www.picz.ge/img/s4/1608/11/1/1b9da456ca62.jpg

,,რა თქმა უნდა, შემოსავალი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არავინ დადგება. თითო მომხმარებელმა შეიძლება  10-15 ლარის იყიდოს,"-განაცხადა გარე მოვაჭრე ლია ჩიხლაძემ.
ჭავჭავაძის ბაზარზე დასაქმებულები საკუთარი შემოსავლის სიმცირის გარდა, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზეც ჯავრობენ. როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ნინო თავართქილაძე განმარტავს, საქართველო ვერასდროს გახდება ევროპული ქვეყანა, რადგან მისივე თქმით, მოსახლეობას არ გააჩნია ის კულტურა, რომ გარემოვაჭრეების მიერ ძირს დაყრილი პროდუქტის ნაცვლად დახლზე განთავსებული პროდუქტი შეიძინოს. უფრო მეტიც, მოვაჭრე იმასაც ამბობს, რომ ბაზარში არსებული სიტუაცია ხშირად ხვდება ტურისტთა ობიექტივში, რასაც ნინო თავართქილაძე ქვეყნის სირცხვილს უწოდებს.

საბოლოოდ კი  მყიდველებით არც თუ განებივრებული მოვაჭრეები იმაზე თანხმდებიან, რომ თუ გარემოვაჭრეების ქაოსური ვაჭრობა დასაშვებია და ქალაქში სრული განუკითხაობა უნდა სუფევდეს, მაშინ ბაზრებიც უნდა დაიხუროს, რადგან მათი არარსებობა მომხმარებელს არ დააკლდება.

http://www.picz.ge/img/s1/1608/11/a/a64ee62edb9d.jpg

ნათია სვანიძე


ნანახია: 2853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ხალხს არ აქვს საშუალება, ისინი პროდუქტს ცალობით ყიდულობენ"
ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები პროდუქტების ფასების ზრდასა და მყიდველთა რიცხვის შემცირებას უჩივიან.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობაა, რის გამოც მომხმარებელი ბაზარში აღარ შედის.
ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი და ტურისტების

ამინდი