Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაცემული პრემიები და დანამატები

თარიღი : 10-08-2016, 16:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაცემული პრემიებითა და სახელფასო დანამატებით დაინტერესდა. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიღებულ წერილშია აღნიშნული, 2015 წელს პრემიების სახით გუბერნიის თანამშრომლებმა 56 400 ლარი მიიღეს, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, პრემიებზე გაცემული თანხის რაოდენობა 27 235 ლარს უტოლდება.

რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, მათი რაოდენობა გასულ წელს 10 1630 ლარს შეადგენდა, ხოლო იანვრიდან აგვისტოს თვემდე გაცემული დანამატების მოცულობა 68 362 ლარის ტოლია.

რა დამსახურებისთვის და რა პერიოდულობით იღებენ დანამატებსა და პრემიებს სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მიღებას კომენტარის სახით Topnews.com.ge ერთი კვირის მანძილზე ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ პასუხის დაგვიანება ადმინისტრაციის უფროსისა და ვიცე-გუბერნატორების მოუცლელობით ახსნა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
ამასთან, ადმინისტრაციის მიერ, არასრულყოფილად იქნა მოწოდებული ინფორმაცია 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
საკადრო ცვლილება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ასევე იფარება ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები.