ხარაგაულის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ლურსმანაშვილი "ქართულმა ოცნებამ" ხარაგაულსა და ბაღდათში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
„დღეს ბაღდათსა და ხარაგაულს სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც არის კობა ლურსმანაშვილი. კობა არის კაცი, რომლისთვისაც უცხო არ არის არც ერთი პრობლემა. ამავე დროს, ის არის კვალიფიციური ადამიანი, საერთაშორისო სამართლის პროფესიონალი და თქვენს საკითხებს პარლამენტში არა მხოლოდ დააყენებს, არამედ გადაჭრის კიდეც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ლურსმანაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისას.
გამგებლის განცხადებაზე დღეს ბიურო იმსჯელებს, ხოლო 11 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღებენ.
ხარაგაულის გამგებლის მოვალეობას კობა ლურმანაშვილის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე შეასრულებს.