Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს

თარიღი : 9-08-2016, 19:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია.
რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქალაქ ზესტაფონში, ამჟამად მოსახლეობას წყალი დღეღამეში 6-9 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყლის მილების ახალი სისტემა (45 კილომეტრამდე), აშენდება 1500 კუბური მეტრ მოცულობის რეზერვუარი. დამონტაჟდება ჩამკეტი ურდულები და მრიცხველები.
ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.


ნანახია: 1462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში

ამინდი