იმერეთის გუბერნატორმა საკუთარი პირადი ნივთები ჩაალაგა და მხარე დატოვა
თარიღი : 12-11-2013, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ, იმერეთი მანამ დატოვა, ვიდრე პრეზიდენტი გადადგომასთან დაკავშირებით მის განცხადებას დააკმაყოფილებდა.
ვახტანგ ბალავაძემ საკუთარი პირადი ნივთები გუშინ ჩაალაგა და მხარე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გუბერნატორებმა პრეზიდენტს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
როგორც გუბერნატორები აცხადებენ, სააკაშვილი მათ განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით, 15 ნოემბერს დააკმაყოფილებს.
ცნობისთვის, ვახტანგ ბალავაძე თანამდებობაზე პრეზიდენტმა 2012 წელს დანიშნა და მან იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე ლაშა მაქაცარია ჩაანაცვლა.