Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მონურ პირობებში ვმუშაობთ, ჩინელი კი მოკვლით გვემუქრება"-ხარაგაულში ასამდე მუშა სამუშაო პირობებს აპროტესტებს

თარიღი : 9-08-2016, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მიერ დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა.

დასაქმებულებს პრეტენზიები  სამუშაო პირობებთან დაკავშირებით აქვთ. გარდა ამისა, გაფიცულების თქმით, კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლეს.  

,,ასამდე ადამიანი მონურ პირობებში ვმუშაობთ. ხმის ამოღების უფლებაც არა გვაქვს. პრეტენზია რომ გამოვთქვათ სამსახურიდან დათხოვნით გვემუქრებიან. გუშინ რაღაც ვუთხარი ჩინელ უფროსს, არ მოეწონა და ალმატურით მომზდევდა. იქნებ ვინმე მოგვეშველოს და დაინტერესდეს რა პირობებში გვიწევს მუშაობა. საშინელი მტვერი და აუტანელი სიცხე არის ჩვენი ყოველდღიურობა,-" განაცხადა მშენებლობაზე დასაქმებულმა მინდია ოკრიბელაშვილმა.

როგორც გაფიცული მუშები განმარტავენ, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომებიც.

ცნობისთვის, ხარაგაულში, კერძოდ, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ  სარკინიგზო მაგისტრალზე  ჩინური კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო"  გვირაბს აშენებს.




ნანახია: 1798-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მოწყობაზე დასაქმებული 100–მდე ადამიანი მე–11 დღეა საპროტესტო აქციას მართავს
გაფიცულები ხელფასების გაზრდას და უქმე დღეებში დასვენებასაც მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომებს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს.
ცნობისთვის, სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია ლიანდაგის მშენებლობას აწარმოებს. 3 ნოემბერს მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და ჩინელ

ამინდი