Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავები ყვავილებით შეამკო

თარიღი : 8-08-2016, 20:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულა.
ღონისძიება დაიწყო სოფ ღვანკითიდან, სადაც გამგებელთან ერთად ვალერი გოგნაძის მემორიალთან იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, 8 აგვისტოს ომის მონაწილე, თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკი გიორგი ლილუაშვილი, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირთა ნათელ ხსოვნას. მამა ანდრია ყიფიანმა კი დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროს გურამ თურქაძესა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ასევე იმყოფებოდა სოფ. ძევრში, სადაც ყვავილებით შეამკო უშანგი სოფრომაძის მემორიალი, სოფ. ბარდუბანში კი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ალია ბარდაველიძის ოჯახს ეწვია, ხოლო სოფ. კვახჭირსა და ჭოგნარში გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავებს მიაგო პატივი.
http://www.picz.ge/img/s3/1608/8/e/e64a2b1d47fc.jpg
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცა.

NS


ნანახია: 1610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცა.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა: აკაკი ბობოხიძემ, გია თევდორაძემ და გიგი
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.

ამინდი