Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თემობა 2016'-სახალხო დღესასწაული ჭიათურაში

თარიღი : 8-08-2016, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში სახალხო დღესასწაული „თემობა 2016" გაიმართა. დღესასწაულში სამი ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელი მონაწილეობდა.

“თემობა 2016“ სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული. დღესასწაულის ფარგლებში, ე.წ სათემოზე გაიმართა დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში.

რაც შეეხება დღის დასკვნითი ღონისძიებას, სადღესასწაულო კონცერტი სოფელ თვალუეთში გაიმართა. მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური, თეატრალური კვარტეტი, პაროდისტი ბიძინა მახარაძე და სხვები წარსდგნენ.

საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. გამგებელმა თვალუეთში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მოსახლეობას თემობის დღესასწაული მიულოცა, ორგანიზატორებს კი ღონისძიების მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა. თემობის დასკვნით ღონისძიებას ასევე ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურებიც ესწრებოდნენ.

გამარჯვებულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტისაგან ფულადი პრიზები გადაეცათ.

ცნობისთვის, სახალხო დღესასწაულის, თემობის ტრადიცია 2013 წელს აღდგა. დღესასწაულის აღდგენის ინიციატორები მალხაზ და ირაკლი ბიწაძეები არიან. დღესასწაული სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით იმართება.

http://www.picz.ge/img/s4/1608/8/0/0f7ea791019f.jpg

NS


ნანახია: 2189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
ტრადიციული, სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა“ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება
,,ჭიათურობის“ დღესასწაულს საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ დევნილი მოსახლეობის,

ამინდი