Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2008 წლის აგვისტოს ომში ვანის მუნიციპალიტეტიდან 5 ჯარისკაცი დაიღუპა

თარიღი : 8-08-2016, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში, წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა, რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე და მოადგილე მინდია ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწნენ.

ასევე, გამგებელი ქალაქის ცენტრალურ სკვერში მივიდა, სადაც ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

8 აგვისტოსთან დაკავშირებით, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ედმონდ მინაშვილის ავტორობით აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას გამგებელი ზაზა ხურციძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

„ფასდაუდებელია ომში დაღუპულ გმირთა ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ თავგანწირვასა და მათი გმირობის მაგალითებზე აღიზრდებიან ჩვენი შვილები. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენს სამშობლოს მრავლდ ყავდა მტერი, არაერთხელ შეიღება ქართველი ვაჟკაცების სისხლით საქართველოს მდინარეები, მაგრამ მტერმა სულიერად ვერ გაგვტეხა, მტერმა ვერ ჩაკლა ქართული სული. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა, სანამ ქართული სული იცოცხლებს საქართველო არ გადაშენდება,“-განაცხადა გამგებელმა ზაზა ხურციძემ.

2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ვანის მუნიციპალიტეტიდან 5 ჯარისკაცი დაიღუპა: შოთა ხურციძე, შალვა ტრაპაიძე, დავით დვალიშვილი, ილია გაბუნია და მიხეილ დვალიშვილი.

http://www.picz.ge/img/s4/1608/8/6/62f0e1039eab.jpg


ნანახია: 2008-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.

ამინდი