Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს

თარიღი : 7-08-2016, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა: აკაკი ბობოხიძემ, გია თევდორაძემ და გიგი წერეთელმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს, ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

მემორიალის პატივგების შემდეგ კი ომში დაღუპული დიმიტრი ჯაილოვას ოჯახს ესტუმრნენ, სადაც გმირი მეომრის დედას და მეუღლეს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. აგვისტოს ომში ქუთაისიდან 7 მებრძოლი დაიღუპა.

2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა, დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი.

ომში დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხუთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.


ნანახია: 2127-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.
ახალგაზრდებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, გარდაცვლილ მებრძოლთა სახელზე სანთლები დაანთეს და ფრანები გაუშვეს.
'არა ოკუპაციას', 'არა რუსეთს', 'რუსეთი ოკუპანტია',-მსგავსი სახის წარწერები, დღეს ქუთაისის ქუჩებში, არასამთავრობო ოგანიზაცია
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე.
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.

ამინდი