Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რომელი პოლიტიკური პარტიებისადმია გულუხვი საქართველოს მოსახლეობა?

თარიღი : 6-08-2016, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გააქტიურებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიებისა და მათი დამფინანსებლებისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რომელი პოლიტიკური პარტიებისადმი აღმოჩნდა ქვეყნის მოსახლეობა გულუხვი და ძირითადად რა თანხები შესწირეს მათ?

topnews.com.ge გთავაზობთ იმ პარტიების ჩამონათვალს, რომელთაც 2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შექმნილი ვებპლატფორმაზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი გუნდის-„ქართული ოცნებისადმი" 400 მოქალაქის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 4 693 315 ლარს უტოლდება. კოალიციისადმი ყველაზე მაღალი შემწირულობა-120 000 ლარი შპს „ალფა“-ს მხრიდან ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი შემოწირულობის ავტორი 20 ლარის ოდენობით დიმიტრი ჩქარეულია.

ასევე, შემოწირულობათა სიაში თანხის მაღალი მაჩვენებლით ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“. მოძრაობისადმი შეწირული მაქსიმალური თანხა 60 000 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი ფულადი თანხის შემომწირველი 9 ლარის ოდენობით კი დიმიტრი წულაიაა. შეიძლება ითქვას, რომ ჯამში „სახელმწიფო ხალხისათვის“ შეწირული თანხის ოდენობა 71 შემომწირველისგან შედგება, რომელთა მთლიანი თანხობრივი რაოდენობა 1 629 877 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება "საქართველოს პატრიოტთა ალიანს" პარტიის ბიუჯეტი 81 შემომწირველისგან შეივსო, რომლის რაოდენობამაც 884 590 ლარი შეადგინა. შემოწირულობიდან ყველაზე მაღალი თანხა 60 000 ლარი ალიანსმა მანუჩარ მაჩაიძისგან მიიღო, ყველაზე მცირე კი 80 ლარი ვაჟა ბექაურმა სამჯერ შესწირა.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი"-სადმი გაღებული თანხის რაოდენობა ჯამში 515 351 ლარს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მაღალი თანხის 60 000 ლარის შემწირველი მილეი გვენეტაძეა, ხოლო ყველაზე დაბალის 400 ლარის ოდენობით-იაგო ხვიჩია.

ვებპლატფორმაზე არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ხუთეულში ყველაზე ნაკლები თანხა 2016 წლის მონაცემებით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 111 შემომწირველისგან მიიღო. თანხის მთლიანმა რაოდენობამ 175 837 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი შემოწირულობა 40 000 ლარის სახით აკაკი კილასონიამ გაიღო, ხოლო ყველაზე დაბალი 100 ლარი შემომწირველთა ძირითადი ნაწილისაგან ფიქსირდება.

ცნობისთვის, ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია 35 პოლიტიკური პარტია.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2130-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების
აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის

ამინდი