Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მაჟორიტარობისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იბრძოლებს

თარიღი : 5-08-2016, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 

ქუთაისის 48-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქის საკრებულოს მოქმედი წევრი ნატო ქათამაძე იქნება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი. რაც შეეხება ხარაგაულსა და ბაღდათს აქ მაჟორიტარობისთვის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე იბრძოლებს. ჭიათურაში კი ხმების მოპოვებას მოქმედი მაჟორიტარი მალხაზ წერეთელი შეეცდება. 

ცნობისთვის, 'რესპუბლიკურმა პარტიამ' სიის პირველი 20 წევრიც დაასახელა:

1. დავით უსუფაშვილი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, საბურთალოს რაიონის #6 მაჟორიტარული ოლქი;

2. ხათუნა სამნიძე – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის, #69 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

3. ლევან ბერძენიშვილი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, ვაკის რაიონის, #3 მაჟორიტარული ოლქი;

4. თინათინ ხიდაშელი – ქ.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, #52 მაჟორიტარული ოლქი;

5. ვახტანგ ხმალაძე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის , დიდუბის რაიონის #15–ე სამაჟორიტარო ოლქი;

6. თამარ კორძაია – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის , მთაწმინდის რაიონის #1 მაჟორიტარული ოლქი;

7. დავით ზურაბიშვილი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, საბურთალოს რაიონის #5 მაჟორიტარული ოლქი;

8. თამარ ხიდაშელი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, საბურთალოს რაიონის #4 მაჟორიტარული ოლქი;

9. ნოდარ ებანოიძე – #51 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულას ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები;

10. ფრიდონ საყვარელიძე; 

11. ბაია რომელაშვილი;

12. გიორგი თოდუა - ქალაქ ზუგდიდის #65-67 მაჟორიტარული ოლქი;

13. თემურ ნერგაძე;

14. მალხაზ წერეთელი – ქ.ჭიათურის მუნიციპალიტეტის, #56–ე მაჟორიტარული ოლქი; 

15. ტრისტან ჯინჭარაძე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის, #71–ე მაჟორიტარული ოლქი გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა;

16. ნინო ლომიძე;

17. ზვიად ყვირალაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის , #24–ე მაჟორიტარული ოლქი;

18. ნატო ქათამაძე – ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის , #48–ე მაჟორიტარული ოლქი;

19. ირინე გელაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტის, #43–ე მაჟორიტარული ოლქი.


ნანახია: 2090-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის,
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში.
წარდგენა ქუთაისის მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში გაიმართა.

ამინდი