Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადას იუბილე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

თარიღი : 5-08-2016, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა. ბრიგადას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ჯარისკაცი უმწიკლო სამსახურისთვის დააჯილდოვეს. ასევე, მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა. მე–3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა კი დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
http://www.picz.ge/img/s2/1608/5/4/41867ce33eb4.jpg

მე–3 ქვეითი ბრიგადა ისევე როგორც ქვეყნის სხვა შეიარაღებული ძალები აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო მისიებში, ასევე მონაწილეობდნენ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში.

მე–3 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს 6 აგვისტოს შეიქმნა, თავიდან 22–ე მოტომსროლელის სახელწოდება ქონდა და დისლოკაციის ადგილიც არ იყო განსაზღვრული. 2006 წელს კი სამხედრო ნაწილი ახალგაზრდობის პირველ შესახვევში განთავსდა.


ნანახია: 2077-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ქუთაისის მერმა და იმერეთის სამსახრეო ადმინისტრაციის
ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.

ამინდი