Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ტრანსპორტის გაჩერებებზე ყავის აპარატები განთავსდება

თარიღი : 5-08-2016, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტრანსპორტის 111-მდე ახალი მოსაცდელის მონტაჟს შ.პ.ს ფორტუნა მედია განახორციელებს. ახალ მოსაცდელებზე „სმარტის“ აპარატები დაიდგმება, რომლის საშუალებითაც საკონდიტრო ნაწარმის მიღება იქნება შესაძლებელი.

ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის კუთხით რეგულაციები ქალაქის საკრებულომ 2010 წელს მიიღო. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კი საკითხში ცვლილებები შევიდა. როგორც ქალაქის მერი განმარტავს, 2010 წლის დადგენილების მიხედვით, მოსაცდელებში მაღაზიების მოწყობა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი მხოლოდ ისეთი საკონდიტრო ნაწარმი გაიყიდება, რომელიც ტრანსპორტის მოსაცდელებს შეეფერება.

„მაღაზიების არსებობა მოსაცდელებში ხელს შეუშლიდა სხვა მცირე ბიზნესის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ეს შევზღუდეთ და საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვის ნაცვლად, სმარტის საკონდიტრო ნაწარმი ან ყავის აპარატები განთავსდება," -განაცხადა მურღულიამ.

მოცემულ ცვლილებას ეწინააღმდეგება "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ნატო ქათამაძე. მისი თქმით, მოსაცდელებში "სმარტის" ტიპის აპარატების განთავსება ქალაქისთვის არახელსაყრელი იქნება.

„ყველა აპარატი, რომელიც მოსაცდელებში განთავსდება, ხელს შეუშლის სხვა კერძო ბიზნესის განვითარებას. გამოდის, რომ ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ინტერესი სხვა კერძო ბიზნესს უნდა ვანაცვლოთ, რადგან ყველა გაჩერების უკან მაღაზიები დგას და აპარატების განთავსების შემთხვევაში აღარ იმუშავებენ,"-განაცხადა ქათამაძემ.

შ.პ.ს „ფორტუნა მედია“ ახალი მოსაცდელების განთავსებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ და მეოთხე სართულებზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე
გოგი წულაიამ ქუთაისში, ავტომშენენლის გამზირზე ახალი მოსაცდელების მოწყობის პროცესი გააპროტესტა.
ქუთაისში, დიდთოვლობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკში ცვლილებები შევიდა.
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
როგორც ნატო ქათამაძემ განაცხადა, მისი მიზანია შეხვდეს როგორც მოქალაქე ამომრჩევლებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც.

ამინდი