გია შარაბიძე: მანანა მიქაძეს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვს მიმართოს პროკურატურას
თარიღი : 11-11-2013, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს პასუხობს.
გიორგი შარაბიძის თქით, თუ მიქაძეს აქვს ინფორმაცია, რაც მის დანაშაულზე მიუთითებს, მოითხოვს, რომ პროკურატურას გადასცეს. შარაბიძე ასევე მიქაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მას რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა "ხელის ბიჭი" უწოდა.
"მინდა, გამოვეხმაურო მანანა მიქაძის იმ განცხადებას, თითქოს ვინმე მმართავს. მე ათეული წლებია, საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არავის უკადრებია, რომ ვინმეს ინტერესები გამეტარებინოს. მზად ვარ, ყველა მივიღო და ვუპასუხო იმ კითხვებზე, რომლებიც მათ უჩნდებათ. ყოველგვარი განცხადება, რომელიც ჩემ დისკრედიატაციას ითვალისწინებს, ჩემთვის გულდასაწყვეტია", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.