Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოვუწოდებ გოგი წულაიას, სასწრაფოდ დაასახელოს ის ჩინოვნიკი, ვინც 30 000 ლარი აიღო"

თარიღი : 5-08-2016, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,წულაია ტაკიმასხრობას არ ანებებს თავს"-ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯავახია წულაიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქუთაისში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის დროს ბაზრობის მესვეურებმა ერთ-ერთ მაღალჩინოსანს 30 000 ლარი გადაუხადეს, რათა მანქანის შესასვლელი გზა გაეხსნათ. ჯავახიას თქმით, თუ მსგავი ფაქტი ცნობილი გახდებოდა, ეს მხოლოდ სამართალდამცავების გამოსაკვლევი უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში სანიაღვრე სისტემების გაუთვალისწინებლობას, ჯავახია განმარტავს, რომ სანიაღვრე სისტემების ნაწილი მოწესრიგებულია, ხოლო ნაწილი რეაბილიტაციის პროცესის დასრულების ფარგლებში მოეწყობა.

"მორიგი სიცრუე და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა გოგი წულაიამ. არ გვინდა ყველა აბსურდულ მოსაზრებას ვუპასუხოთ, თუმცა ზოგჯერ ის პირდაპირ ბრალდებებს გვიყენებს, რაც სამართალდამცავთა მოკვლევის სფეროს განეკუთვნება. მე მოვუწოდებ გოგი წულაიას, სასწრაფოდ დასახელოს ის ჩინოვნიკი, ვინც ფული აიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბრალდება იქნება მორიგი ჭორიკანა კაცის მიერ გაკეთებული განცხადება," -ამბობს ჯავახია.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1686-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოთხოვნას პასუხობს.
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
წულაიას თქმით,მიუხედავად იმისა,რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი არ წაუკითხავს, ის დარწმუნებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება
მურღულიას განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, არაკომპეტენტური ხალხის მიერ გაკეთებული მავნებლური განცხადებების რაოდენობაც
გოგი წულაია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებს.
გოგი წულაია ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უყურადღებობაში ადაანაშაულებს.

ამინდი