Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აუცილებელია თუ არა პირუტყვთან სელფი მთავრობისგან შეღავათებით სარგებლობისთვის?

თარიღი : 4-08-2016, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობა გამგეობის იმ მოთხოვნას აპროტესტებს, რომლის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ პირობას პირუტყვთან და ყანაში ფოტოების გადაღება და ჭიათურის გამგეობაში მიტანა წარმოადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნები მისთვის დამამცირებელია:

"ძროხებთან კი არა, შვილებთან და შვილიშვილებთან ვეღარ ვიღებ სურათს, ძროხას ენაცვალოს ჩემი თავი, მე ძროხას ვბან, ვკოცნი, თან ვყვები, მაგრამ რატომ უნდა დამამციროს მე მთავრობამ ისე, რომ ძროხებთან, ქათმებთან, ღორებთან, ბოსტანში გადავიღოთ სურათი?"

რამდენად აუცილებელია პირუტყვთან სელფი ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისათვის? Topnews.com.ge მოცემული თემით დაინტერესდა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. ჭიათურის ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გამგეობა მოითხოვს შინაურ ცხოველებთან ერთად ფოტოს გადაღებას, სრულ დეზინფორმაციას წარმოადგენს და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტს, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განმარტავს შემდეგს: ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის საკითხის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით სათათბირო ორგანო - საბჭო ( დანართი №1). საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომლის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით მოქალაქის მიერ წარსადგენ დოკუმენტების ნუსხას. კერძოდ: ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე; გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე; დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს; ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება; ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას. ჩამოთვლილთაგან სტატუსის მინიჭების მსურველმა პირმა სავალდებულოა წარმოადგინოს არანაკლებ ორი დოკუმენტი. სიუჟეტში მოქალაქეთა ნაწილის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოითხოვს, თითქოსდა ფოტოსურათები გადაღებული უნდა იყოს შინაურ ცხოველებთან ერთად, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას და არ შეესაბამება სინამდვილეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დოკუმენტის ამ ფორმით წარმოდგენის მოთხოვნას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,”-აცხადებენ ჭიათურის გამგეობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის გაზაფხულზე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეული შეღავათები დაუწესდა.


ნანახია: 1795-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის'
2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების მიმდინარეობის შეფასებასაც
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში 1681 დასახლებას აქვს.

ამინდი