Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სმს მომივიდა, თქვენს ანგარიშზე დაირიცხა 1 000 ლარიო,'-უცნობი ფაქტები ცნობილ ქველმოქმედებზე

topnews.com.ge
"ერთხელ 700 ლარის წამლის რეცეპტი მეჭირა ხელში. ყველაზე რთული პერიოდი მქონდა მაშინ. ბავშვი მყავდა ძალიან ცუდად და ვფიქრობდი, როგორ მეყიდა ეს წამლები. თანხა არ მქონდა, არადა წამლების ყიდვა საჩქარო და აუცილებელი იყო. რამდენიმე წუთში მომდის სმს: თქვენს ანგარიშზე დაირიცხა 1 000 ლარიო. ეს იყო ერთ-ერთი სასწაული, რომელიც იმ ადამიანს უკავშირდება, რომლის ქველმოქმედების შესახებ მინდა ბევრმა იცოდეს და ბევრი ბაძავდეს მას," - ასე იწყებოდა წერილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ მიიღო. წერილის ავტორი, სადღესასწაულო კომპანია Effect Studio-ს დამფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილია. წერილში სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ის მფლობელის, მანანა გოგლიჩიძის ქველმოქმედებაზეა საუბარი.

სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მანანა გოგლიჩიძის ქველმოქმედების აფიშირების სურვილი გაუჩნდა. მისი თქმით, გოგლიჩიძე ერთ-ერთია, ვინც ბევრ ადამიანს სრულიად უანგაროდ ეხმარება.

"ადამიანებს არა მხოლოდ თანხით და მატერიალურად, არამედ სხვადასხვა პროექტის განხორციელებითაც ეხმარება. მეორე წელია უკვე, რაც ქალბატონი მანანას მიერ დაარსებული მოდისა და დიზაინის ასოციაცია მასშტაბურ ფესტივალს- Adjara Fashion Week-ს მართავს. როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელსაც, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს ფესტივალი იმით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ქართული მოდის ინდუსტრიას განვითარებისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. ეს ფესტივალი ქალბატონი მანანას ერთ-ერთი პროექტია იმ უამრავი პროექტიდან, რომელიც ადამიანების დახმარებას ემსახურება. მანანა და გერმან გოგლიჩიძეების ოჯახი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ოჯახია, რომლითაც შეგიძლია იამაყო. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ყველაზე კრიზისული მდგომარეობა იყო, ეს ოჯახი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და არჩენდა. დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარებიან. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ამას არ აკეთებენ თვითრეკლამისათვის, არ აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს და გაიგოს. ქველმოქმედებას არ ჩადიან ისე, როგორც დღეს უმრავლესობა აკეთებს თვითპიარისთვის. სწორედ ეს არის ყველაზე დადებითი ამ ადამიანებში და უფალს მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ოდესღაც შემახვედრა," - ამბობს სოფიო-რაჭველი ბასილაშვილი.

სადღესასწაულო კომპანია Effect Studio-ს დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიის დაფუძნებაში დიდი წვლილი მანანა გოგლიჩიძეს მიუძღვის.

"ქალბატონი მანანა იყო ამ ყველაფრის ხელშემწყობი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი. ძალიან მინდოდა გამეკეთებინა მსგავსი ორგანიზაცია და მისი დახმარებით ეს მოვახერხე. მინდა ბევრი ბაძავდეს მანანა და გერმან გოგლიჩიძეებს. ეს ადამიანები არა მხოლოდ მე მეამაყებიან, არამედ ეამაყება ყველა იმ ადამიანს ვინც მათ იცნობს და ვისაც ოდესმე მათთან შეხება ჰქონია," - ამბობს სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი.


ნანახია: 5540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანიის სერვისებსა და გეგმებზე Topnews.com.ge-ს 'Effect Studio'-ს დაფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი ესაუბრა.
არცთუ დიდი ხნის ისტორიის მქონე კომპანიამ უკვე შეძლო წარმატების მოპოვება.
ორი წელია, რაც სადღესასწაულო კომპანია Event House ადამიანების ბედნიერი დღეებისა და ცხოვრების სასიხარულო მოვლენების კიდევ უფრო
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული სადღესასწაულო კომპანია Event House აქციას გეგმავს.
პრემიერის თქმით, ლურსმანაშვილი საქართველოს პარლამენტში ხალხის ხმამაღალი ხმა იქნება.
ყვავილები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად რჩება. უმრავლესობის აზრით, ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ ჭირდება. იმის
17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამინდი