Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფლების გაზიფიცირების 5 მილიონიანი პროექტი დაიწყო

თარიღი : 4-08-2016, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის გაზიფიცირება დაიწყო.

გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში (გუმბრა, ბანოჯა, ხომული) და სოფელ მაღლაკში ცენტრალური მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის გაზიფიცირება წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ს.ს ,,სოკარ ჯორჯია გაზთან’’ თანამშრომლობის შედეგად მოგვარდა.

სოფელ მაღლაკში ცენტრალური მაგისტრალის მოწყობისა (84 კილომეტრი) და შიდა დაქსელვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა 1300 ოჯახს ექნება. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალზე (114 კილომეტრი), რის შედეგადაც 1214 ოჯახი გაზიფიცირდება.

,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ -ს წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის ინფორმაციით, სოფელ მაღლაკის, გუმბრის, ბანოჯისა და ხომულის გაზიფიცირება წლის ბოლომდე დასრულდება.

ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონი ლარია.


ნანახია: 2282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში გუმათის დასახლებაში, სადაც 500 - მდე ოჯახი ცხოვრობს, გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფელ მაღლაკში,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს ერთკვირიან ვადას აძლევენ, შემდეგ კი მასობრივი
გაზიფიკაციის სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება და ბუნებრივი აირით სარგებლობას 400-მდე აბონენტი შეძლებს.

ამინდი