Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის მერია ავადმყოფობით სიკვდილისათვის გვამზადებს'

თარიღი : 4-08-2016, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. წულაიას განცხადებით, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში ღვარსადენები არ გაკეთებულა, რაც ძლიერი წვიმის შემდეგ აღნიშნულ ქუჩას გაუვალს გახდის.

,,ეს არის საორხელოდ გაკეთებული საქმე. არსად ღვარსადენი არ არის გათვალისწინებული.  ქუთაისში ორ დღიანი წვიმა რომ დაიწყოს ნიკეას ქუჩა იქნება გაუვალი,"- აცხადებს წულაია.

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისის მერიას გზის რეაბილიტაციის პროექტის დამთავრებამდე აღნიშნული პრობლემის მოგვარებისაკენ მოუწოდებს.

,,სანამ დამთავრებულა პროექტი და სანამ გაუხსნიათ ზარ-ზეიმით ეს ქუჩა,  სანამ წინასაარჩევნოდ ქულები დაუწერიათ, კეთილი ინებონ და ღვარსადენს მიხედონ,"-ამბობს წულაია.

გოგი წულაია ყურადღებას ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე მეორე პროექტზეც ამახვილებს. "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელის განცხადებით, მერიამ ნიკეას ბაზრობიდან გამოსასვლელი ჩაკეტა და მანქანებს ქალაქში მოსახვედრად ორჯერ მეტი მანძილის გავლა უწევს. როგორც წულაია განმარტავს, აღნიშნული ქმედება ახალი შესასვლელის გაკეთებას, მაღაზიების გახსნასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება.

,,ნიკეას ბაზრობიდან გამოსასვლელი ჩაკეტეს. გზის შუა ნაწილში გაკეთებული გამყოფი გააერთიანეს, რის გასაკეთებლადაც 30 000 ლარი აქვთ დახარჯული,"-აცხადებს წულაია. 

აღნიშნულ თემაზე პარტიის ხელმძღვანელი პროკურატურას მიმართავს და აცხადებს, რომ ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე ქმედება დანაშაულია. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მძღოლები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები მანძილი დაფარონ. 

,,ისეთი ტრაგიკული სიტუაციაა გამონაბოლქვის კუთხით ამ ქვეყანაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ყველა ქუთაისელის წინაშე. ქუთაისის მერია ავადმყოფობით სიკვდილისათვის გვამზადებს,"-ამბობს წულაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის აბსურდულ განცხადებებზე კომენტარს აღარ გააკეთებენ.


ნათია სვანიძე


ნანახია: 2030-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაია ქუთაისის მერიას ა(ა)იპებში შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.
'უნდა შეწყდეს ყველა სახის მშენებლობა, სანამ ქალაქს არ ექნება განვითარების გენერალური გეგმა'
გოგი წულაია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოთხოვნას პასუხობს.
ქალაქის ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ოპოზიცია აანონსებს.
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ხეების დაზიანებას აპროტესტებს 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი

ამინდი