Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამბაქოს გარე რეკლამის აკრძალვა გარე რეკლამის ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს

თარიღი : 4-08-2016, 10:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გარე რეკლამის ინდუსტრია ცვლილებების მოლოდინშია.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, კანონად ქცევის შემთხვევაში, გარე რეკლამის კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს და როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს.

საქმე ეხება თამბაქოს რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის პროდუქციის გარე რეკლამა სრულად იკრძალება.
აღსანიშნავია, რომ თამბაქის პროდუქციის რეკლამა საქართველოში ისედაც დიდი ხანია აკრძალულია, არ დაიშვება მისი სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა.

IDFI-ს კვლევის მიხედვით, გარე რეკლამის ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშეა Alma, Outdoor.ge და Fertuna Media, თუმცა მათ გარდა ბაზარზე რამდენიმე პატარა კომპანიაა წარმოდგენილი.

როგორც CBW-თან საუბრისას დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე აცხადებს, გარე რეკლამის ინდუსტრიის ძირითად შემოსავალს სწორედ თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის რეკლამიდან იღებს.

„ჩვენი შემოსავლების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55% თამბაქოს პროდუქციის რეკლამაზე მოდის და ამ კანონპროექტის კანონად ქცევა პირდაპირპროპორციულად დაარტყამს ჩვენს ბიზნესს, ჩათვალეთ რომ გარე რეკლამის ბიზნესი პირდაპირ მიბმულია თამბაქოს რეკლამაზე და თამბაქოს რეკლამა თუ აიკრძალა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იქნება გარე სარეკლამო კომპანიებისთვის, ასეთი კი საქართველოს მასშტაბით 12 კომპანიას აჭარბებს“, – განმარტავს კონსტანტინე ჭავჭანიძე.


ნანახია: 1389-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
1-ლი სექტემბრიდან თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი იზრდება, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქცის
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების
'თამბაქოს კონტროლის ალიანსის' ინიციატივა პარლამენტს.
საქართველოში თამბაქოს ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ჰყავს.
კანონპროექტით, მკაცრად იკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე

ამინდი