Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სპეციალურად ავარიების მოსახდენადაა გაკეთებული,'-ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულს იწუნებენ

თარიღი : 4-08-2016, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულ ქუჩაზე მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კუნძულებმა საპირისპირო შედეგი მოიტანა, რაც მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისათვის საფრთხის შექმნაში გამოიხატება.

"ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა, რისი მიზეზიც „გარადოკთან“ არსებული კუნძულია, რომელიც გზის სავალ ნაწილზეა გამოწეული. ჯერჯერობით არც საგზაო ნიშნებია მოწესრიგებული. ასეთი კუნძულების პირობებში ვურჩევ ავტომობილის მძღოლებს ორმაგი სიფრთხილე გამოიჩინონ,"-ამბობს ნიკეას ქუჩის მკვიდრი თამარ გოგელია.

კუნძულების არასწორ დაგეგმარებაზე საუბრობს კერძო ტაქსის მძღოლიც. მისი თქმით, უსაფრთხოების კუნძულების მიზეზით, ღამის საათებში გაცილებით მატულობს როგორც ქვეითების, ისე მძღოლების დაზიანების საფრთხე.

"ეს კუნძულები სპეციალურად ავარიების მოსახდენადაა გაკეთებული, სხვა დასკვნის გამოტანა ამათი შემხედვარე ფიზიკურად არ შეიძლება. ერთი კვირის განმავლობაში ამ გზაზე 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორივე ღამით. წარმოიდგინეთ, მოდიხართ ღამე წვიმაში და კუნძული გხვდებათ იქ და ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს," განაცხადა ანზორ გვანცელაძემ.

ანალოგიურ საფრთხეზე საუბრობს ნიკეას ქუჩის კიდევ ერთი მკვიდრი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის გამოგზავნილ წერილში.

„ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ახალ გარემონტებულ გზაზე, დიდი "კუნძულები" გააკეთეს. რას ფიქრობდა დამპროექტებელი ძნელი სათქმელია, თუმცა ყველა მძღოლი ხვდებოდა, რომ ხშირი ავარიები მოყვებოდა ახალ პროექტს. შედეგმაც არ დაააყოვნა სამწუხაროდ. მიდიხარ გაშლილი ტრასაა და უცებ ...გზა მთავრება და დიდ ბარდიურში შემოვლებული კუნძული გხვდება. ღამე არ გავა ვინმე, არ შეეჯახოს.3 ავტომობილია უკვე შენავარდნია იმ ადგილას. ყოველ მეორე დღეს მოდიან მუშები და ახალ ბეტონს ასხამენ. ავტომობილები ბორდიულს ამტვრევენ და 3-4 მეტრზე ადიან იმ კუნძულზე. საშინელი ადგილია. მოდიხარ ტრასაზე და უცებ გზა მთავრდება.მანამდე 2-3 შემაფერხებელი რომა არის, ის მაინც დადეთ რომ მძღოლი გამოფხიზლდეს," - აღნიშნავს წერილის ავტორი ზვიად ლაბაძე.

http://www.picz.ge/img/s4/1608/4/8/821779834c0d.jpg

ქუთაისის მერიაში ნიკეას ქუჩაზე მოწყობილ უსაფრთხოების კუნძულს ინფრასტრუქტურულად გამართულს უწოდებენ და მძღოლების დაუდევრობაზე საუბრობენ.

„კუნძული ინფრასტრუქტურულ სტანდარტებშია და უსაფრთხოების ზომებიც დაცულია. საკითხავი ის არის თუ რატომ ზის ნასვამი მძღოლი საჭესთან," - აცხადებენ მერიაში.
ადგილობრივ ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ ნიკეას ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ნიშნები და რადარები განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა კი 2017 წლის მაისია.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 4226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც წულაიამ განაცხადა, ნიკეას რეაბილიტირებულ ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული, რაც ავარიების მიზეზი ხდება.
გთავაზობთ ვიდეო მასალას, რომელშიც აღბეჭდილია ნიკეას ქუჩის იმ გზის მდგომარეობა, სადაც ქუთაისელ მოსახლეობას თვეებია გადაადგილება
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ფოტოს, რომელზეც ასახულია ნიკეას ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღება მიმდინარეობს საფრეზი ტექნიკით. ასევე, ეწყობა ბორდიურები.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი შიდა ქუჩების კეთილწმოყობას ითვალისწინებს
ქუჩის სრული განახლების შედეგად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებული ხერგილებისგან განტვირთავს და

ამინდი