Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰპირდებიან ქუთაისს მაჟორიტარობის 'ნაციონალი' კანდიდატები?

თარიღი : 3-08-2016, 20:40 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ პირებს იმედი აქვთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისელთა კეთილგონიერება რუსი ოლიგარქის დაპირებებზე გაიმარჯვებს.

"ქუთაისს უნდა დავუბრუნოთ "ქართული ოცნების" მიერ წართმეული საპარლამენტო ქალაქად გახდომის იდეა. იმედი მაქვს, რომ ქუთათურები გაისიგრძეგანებენ ან იდეის აუცილებლობას არა მარტო ქუთაისისათვის, არამედ დასავლეთ საქართველოსთვის. ქუთაისი დადგება იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით, რომელიც ქალაქს სთავაზობს პოლიტიკურ იდეებს," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ჩვენ ქუთაისელებს ვთავაზობთ კომპეტენციას, გამოცდილებას პროფესიონალიზმს. ჩვენი შეცდომები ეს არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენ ჩვენს შეცდომებზე მივიღეთ ძალიან მწარე გაკვეთილი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეების გონიერება გაიმარჯვებს რუსი ოლიგარქის დაპირებებზე," - აცხადებს გია თევდორაძე.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად გია თევდორაძე, 48-ე ოლქში აკაკი ბობოხიძე, ხოლო 49-ე ოლქში გიგი წერეთელი იბრძოლებენ.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალურმა მოძრაობამ' ქუთაისში, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად 'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის
ქუთაისის სამივე ოლქში არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად "ქართულ ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის
აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ქუთაისის სამივე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ამინდი