Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათიდან გამქრალ სოფელ ბერიეთის ადგილას დღესასწაული 'ბერიეთობა' აღნიშნეს

თარიღი : 3-08-2016, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღესასწაული "ბერიეთობა" აღნიშნეს. დღესასწაული იმ ტერიტორიაზე აღინიშნება, სადაც წლების წინ სოფელი იყო და რომელიც წმინდა ადგილად ითვლება.

"ბაღდათში, სოფელ კაკასხიდიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მთა უღელტეხილის (1503 მ) სამხრეთით მდებარეობს წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის დარბაზული ტიპის ტაძრის ნანგრევები, რომელიც კირითა და ქვით არის ნაშენები და დაახლოებით VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. აღნიშნულ წმინდა ადგილას რამდენიმე ათეული წლის წინათ სოფელი მდებარეობდა, რომელსაც ბერიეთი რქმევია. სოფელი ზეკრის ხეობისკენ მიმავალ გზასთან ახლოს ერთ–ერთი დასახლებული პუნქტი იყო. ის საკმაოდ დიდი და ჩამოყალიბებული სოფელ იქნებოდა, რაც ჩანს დღევანდელი ნანგრევებით, რომლებიც თითქმის მიწასთან არის გასწორებული. აქ ძირითადი გავრცელებული გვარები ყოფილა: ბერიძე, გორგოძე და კოხოძე. ყოველი წლის 2 აგვისტოს ამ გვარის წამომადგენლების უმრავლესობა საგვარეულო წმინდა ადგილის მოსალოცად ბერიეთში ადის და რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს. მიმდინარე წელს ბერიეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზა საქართველოს რაგბისტთა ეროვნული ნაკრების წევრის მამუკა გორგოძის ფინანსური მხარდაჭერით შეკეთდა და მაღალი გამავლობის ტრანსპორტისათვის ადვილად გადასაადგილებელი გახდა," - განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში გეოგრაფიის აკადემურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა.
http://www.picz.ge/img/s4/1608/3/6/6e0524ffdd07.jpg
ბერიეთობის დღესასწაულის აღნიშვნის ორგანიზატორები ბაღდათის საკრებულოს წევრები- შადიმან და მამუკა გორგოძეები და ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი იყვნენ.
http://www.picz.ge/img/s3/1608/3/d/dc2647f25b15.jpg
ღონისძიებას ბაღდათის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო, ეთნოკულტურული და ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორი ნინო კვირიკაძე, ამერიკელი მოხალისე „მშვიდობის კორპუსი“-დან რაიან ჰასკელი და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გონენ.
ბერიეთის ტაძრის მოსალოცად მისულ ჯგუფს მეგზურობას ისტორიის აკადემიური დოქტორი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების გადარჩენის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარუაშვილი უწევდა.
http://www.picz.ge/img/s1/1608/3/e/e3c823b54bee.jpg


ნანახია: 3924-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბერიეთში წარსულში მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიისგან დღეს მხოლოდ ძლიერ დაზიანებული კედლები და ნახევრად ჩამონგრეული დასავლეთის
ბერიეთში წარსულში მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიისგან დღეს მხოლოდ ძლიერ დაზიანებული კედლები და ნახევრად ჩამონგრეული დასავლეთის
ხანი ბაღდათში, მუნიციპალური ცენტრიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აღნიშნული სოფელი ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის მაღალმთიან
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
სოფელ ხანში და მის შემოგარენში არსებული ტურისტული რესურსების კარგად ათვისებისთვის აუცილებელია სოფელი ხანი შევიდეს 'მაღალმთან

ამინდი