Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მივიდეს მურღულია და იცხოვროს იქ, სადაც მეტრნახევარში ექვსსართულიან კორპუსს აშენებენ',- აქცია ქუთაისში

თარიღი : 3-08-2016, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობა აქციით გააპროტესტეს ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ.

მერიის შენობის წინ აქცია "თავისუფალი საქართველო"- ს ლიდერმა გოგი წულაიამ გამართა. წულაიასთან ერთად აქციაზე "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი"-სა და "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით კორპუსი მოსახლეობის ჯანმრთელობას ხელს უშლის.

”თუკი მერია გაბედავს და ამ პროექტს დაამტკიცებს, ვპირდები, რომ აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მივიდეს მურღულია და იცხოვროს იქ, სადაც მეტრნახევარში ექვსსართულიან კორპუსს აშენებენ და ნახოს როგორი იქნება," -განაცხადა წულაიამ.

ექვსსართულიანი კორპუსის მშენებლობას ასათიანზე მცხოვრები მოსახლეობაც აპროტესტებს.

"შენობის ერთ მხარეს ფანჯარა საერთოდ არ არის, ყრუ კედელია. ამ შენობის აშენების მერე სინათლეც არ გვექნება," - ამბობს ასათაინზე მცხოვრები თამარ წერეთელი.

"უსუსური პოლიტიკური სუბიექტის მიერ ხელოვნურად მართული აქცია იყო. ასათიანის 17-ში მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში ჩვენთან იმყოფება, სადაც საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს. ერთს მოვუწოდებ გოგი წულიას და თემურ ცამციშვილს, რომ არჩევნების მოგებას მერიის ხარჯზე ნუ ცდილობენ. მერიას არ ეშლება რა უნდა გააკეთოს. მოსახლეობით სპეკულირება კი მათი პოლიტიკის ნაწილია," -ამგვარად პასუხობს გამართულ აქციას მერიის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.


ნანახია: 1720-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'უნდა შეწყდეს ყველა სახის მშენებლობა, სანამ ქალაქს არ ექნება განვითარების გენერალური გეგმა'
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს აქცია ქუთაისში, ქალაქის მერიის შენობის წინ.
ამირან ვაშაკიძის თქმით, ქალაქის მერიის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ლევან სამხარაულის
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულიას განცხადებით, ქალაქის მერიამ ჯიხურები მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან
ადგილობრივები, რომლებიც მერიის შენობასთან უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ, ბუხაიძის გამზირზე, სკვერში კაფე-ბარის მშენებლობას
მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

ამინდი