Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

22 წლის გაუჩინარებული გოგონა ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

თარიღი : 10-11-2013, 18:03 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალია სამართალდამცველებმა მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ნინო გვასალიამ თავი ჩამოიხრჩო. მომხდარის შესახებ გვასალიას ოჯახისთვის უკვე ცნობილია.
22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც ნინო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემ შვილის გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.
"წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მნახოსო. იმდენად სისულელედ მიიჩნია ბავშვმა დის ნათქვამი, რომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა ამ თემაზე რეაგირება და ჩემთვისაც არაფერი უთქვამს მაშინვე", - განაცხადა ლალი ცინცაძემ.


ნანახია: 2480-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვალოდია ჯავახაძე 2017 წლის 22 იანვარს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 6-თვიანი ძებნის შემდეგ, ტყეში ადამიანის
Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 24 წლის არის და ის ქუთაისის მკვიდრია.
სამტრედიაში, სოფელ მელაურის ტყეში 46 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამინდი