Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უძველესი სოფელი საჩხერეში რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 3-08-2016, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".

რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.

რუბრიკა ჩემი სოფელი" და ტარიელ ხვედელიძე ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთაზე გიამბობთ.
http://www.picz.ge/img/s1/1608/3/e/ee1284319044.jpg

http://www.picz.ge/img/s1/1608/3/f/fa7e283b23db.jpg
სოფელი ჯალაურთა მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. მდინარე ფრონესა და მდინარე რკვიანას ხეობაში. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია დასავლეთ ნაწილში- მდინარე ფრონეს ხეობაში ზღვის დონიდან 720 მ, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში ზ.დ. 850 მ. ჩრდილოეთით. ესაღვრება სოფლები: ბეგიაური და ბჟინევი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), სამხრეთ აღმოსავლეთით -შომახეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი), სამხრეთ დასავლეთით- სოფელი ნიგოზეთი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), დასავლეთით- სოფლები წასრი და უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) აღმოსავლეთით- სოფლები მოძვი და კორბოული (საჩხერის მუნიციპალიტეტი). 2014 წლის მონაცემით, სოფელ ჯალაურთაში ცხოვრობს 755 კომლი 2180 მაცხოვრებლით. გავრცელებული გვარებია: ცარციძე, კაპანაძე, ძინძიბაძე, ღამბაშიძე, ასანიძე, ხვედელიძე, გაფრინდაშვილი, ბუღაძე, ბრეგვაძე, შეყლაშვილი, მაჭარაშვილი, მაჭავარიანი, ჩაჩანიძე, იაკობიძე, ნოზაძე, მაჭავარიანი, დოღაძე. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მემცენარეობა და მეცხოველეობა.

სოფელი ჯალაურთა უძველესი სოფელია, რის ერთ-ერთ დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (მე-10 საუკუნის დასასრული), თუმცა შესასვლელი კარიბჭის თაღებში არის ჩუქურთმები, რომლებიც მე-8 მე-9 საუკუნეებისთვის არის დამახასიათებელი.
http://www.picz.ge/img/s2/1608/3/4/4bcbedcb71b8.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1608/3/9/92be3444aebf.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1608/3/7/742079db0167.jpg
ტაძარი აგებულია 5მ სიმაღლის ხელოვნურ ბორცვზე, რომელიც ზეპირი გადმოცემების მიხედვით საკუთარი ჩაჩქნებით აღმართა ჯარმა. ხელოვნური ბორცვის შიგნით ჩანს ძვლები. ეს ყველაფერი საჭიროებს არქეოლოგიურ გათხრებს და სპეციალისტების მიერ შესწავლას, რათა გაირკვეს რა მიზნით შეიქმნა ეს ხელოცვნური ბორცვი. აქვე აღმოჩენილია ქვაში ნაკვეთი წმინდა ნიკოლოზის ბარელიეფი ( მე_9 საუკუნე). ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლების დასკვნით მას ანალოგი არა ჰყავს საქართველოში, მათი აზრით ეს არის ყველაზე ძველი და უნატიფესად შესრულებული ბარელიეფი, რომელზეც წმ ნიკოლოზია გამოსახული. ჯალაურთაში არის ასევე წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც აშენებულია 1995 წელს ძმები ფხალაძეების მიერ. წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ინახება სიწმინდეები: ვერცხლზე ნაჭედი ხატი მაცხოვრისა (ერთ მხარეს) და მთავარანგელოზისა (მეორე მხარეს). 11X7 სმ, დაფერილი ოქროს წყალში, მაცხოვარი წელამდეა გამოსახული, მთავარანგელოზი ფეხებამდე. ფიცარზე დაწერილი ხატი კონსტანინესი და ელენესი. ბრინჯაოს ბალთა სარტყლისა ცხოველის გამოსახულებით.
http://www.picz.ge/img/s2/1608/3/4/4bf9ccfa0dad.jpg
სოფლის სახელწოდების შეასხებ არსებობს ლეგენდები, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო წმინდა თამარის მეფობის ხანას უკავშირდება: ლეონტი მროველის "ცხოვრებაი ქართლისაიში" ვხვდებით მონაკვეთს სადაც სოფელი კორბოული ნახსენებია, როგორც გზაგამტარი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ჯარებისა. ჯალაურთის ლეგენდაც აქ იწყება. იქ სადაც ამჟამად წმ. გიორგის ტაძარია არსებობს "თამარ" მეფის წყარო, სწორედ ეს იყო ახლომახლო არსებული სათავადოებისთვის სალაშქროდ მიმავალი ჯარების შეკრების ადგილი, რომელსაც იმხანად ერქვა "ჯარეურთა".


ნანახია: 13788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
სოფელი ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს.

ამინდი