Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ ეს არ იქნება პოლიტიკის დამცველი ორგანო, მაშინ რამდენიმე წელიწადში შედეგებზე სასაუბროდ შევიკრიბებით'

თარიღი : 2-08-2016, 17:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერთან არსებული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა. 

ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ სხდომაზე ბიზნეს საბჭოს წევრები წარადგინა. ასევე, საბჭოს თანათავმჯდომარეებისა და აღმასრულებელი მდივანიც შეარჩია. 
ბიზნეს საბჭოს სხდომას ქუთაისში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.

კლინიკა 21-ე საუკუნის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნანა შავლაყიძემ საბჭოსა  და ბიზნესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს. 

„თუ ეს არ იქნება პოლიტიკის, ბიზნესისა და ეკონომიკის დამცველი ორგანო, მაშინ რამდენიმე წელიწადში აქ დღევანდელი დღის შემდეგ დადებულ შედეგებზე სასაუბროდ შევიკრიბებით,“-განაცხადა შავლაყიძემ. 

ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ურთიერთობა თვითმმართველობასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის ნაკლებად ბიუროკრატიული და ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. 

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებობდეს საბჭო, რომელთან ერთადაც მივიღებთ ბიზნესის განვითარებისათვის ხელშემწყობ ზომებს. ჩვენი მხრიდან ურთიერთობა მაქსიმალურად ბიუროკრატიული იქნება, მათი მხრიდან კი ბიზნეს იდეების შემოთავაზებებს დაველოდებით,"-განაცხადა მურღულიამ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო შეხვედრები გასვლითი ხასიათის იქნება და მურღულია საწარმოებს თავად ესტუმრება.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1370-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობისა და ბიზნესის განვითარებაა.
ახალი ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ინფორმაცია დღეს მიაწოდა.
ქუთაისში წლის ბიზნესი 2015-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ინიციატივით, აღნიშნული ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ
საბჭო მერის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოა და მის შექმნას ადგილობრივ ხელისუფლებას კანონი ავალდებულებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.